მცირე და საშუალო საწარმოების ძირითადი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა - აუდიტი

მცირე და საშუალო საწარმოების ძირითადი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა - აუდიტი

access_time2022-07-05 21:00:00

საქართველოში მოქმედი საწარმოების 99.7% SME-ს მიეკუთვნება.


განმარტებისთვის, SME- ეს არის მცირე და საშუალო საწარმოები, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 250 კაცს, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 60 მლნ ლარს.


აუდიტის სამსახურმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც იკვეთება, რომ საქართველოში SME-ის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.


„ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა SME- ებისთვის უფრო დაბალია ვიდრე მსხვილი საწარმოებისთვის. ბანკები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში,
შეზღუდულნი არიან SME-ის დაკრედიტებაში“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.


ანგარიშის მიხედვით, ბანკის მხრიდან სესხზე უარის უმთავრესი მიზეზია პროექტის მაღალი რისკი.


მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე: უზრუნველყოფა, საკრედიტო ისტორიის არარსებობა და დაბალი ხარისხის ბიზნესგეგმა.



„საკრედიტო ისტორიის არარსებობა არის გამოწვევა სტარტაპების დაფინანსებისთვის. სესხები, დაფინანსების მისაღები სახეობაა კომპანიებისათვის, რომელთაც სტაბილური შემოსავლები გააჩნიათ და კარგად დაფუძნებული არიან ბაზარზე. კომერციული ბანკები, როგორც წესი, თავს იკავებენ ახლად შექმნილი საწარმოების დაფინანსებისგან, რადგან მათ ჯერ არ გააჩნიათ სტაბილური შემოსავლები და მაღალი რისკიანობით გამოირჩევიან. შესაბამისად, ახლად დაფუძნებული საწარმოებისათვის, დაფინანსების წყაროს უფრო მეტად პირადი დანაზოგები და სხვა წყაროები წარმოადგენს“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.


აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებმა, ხელი შეუწყონ მეწარმეებს ფინანსებზე წვდომაში.


„საჭიროა პირველი რიგში სათანადოდ შეფასდეს SME-ის საჭიროებები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა, ჩართულ მხარეებთან − ეროვნულ ბანკთან და ფინანსური ზედამხედველობის უწყებებთან, ფინანსური და კვლევითი ინსტიტუტებისა და SME-ის წარმომადგენლებთან ერთად უნდა შეაფასონ SME-ის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მოითხოვს ხარისხიანი მონაცემების არსებობასა და სახელმწიფო უწყებებისა და ფინანსური სერვისების მიმწოდებლების მხრიდან SME-ის საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. კრიტერიუმის მიხედვით, ძალისხმევა უნდა მიიმართოს SME-ის დაფინანსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გასაუმჯობესებლად.


ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ SME-ისთვის ფინანსებზე წვდომის ძირითადი ინსტრუმენტი კომერციული ბანკია, მნიშვნელოვანია გადაიჭრას ის პრობლემები, რაც SME-ს ტრადიციულ საბანკო დაკრედიტებაზე წვდომაში უშლის ხელს“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.


ანგარიშში ნათქვამია, რომ ფინანსებზე წვდომის მიმართულებით არსებული სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა სუბსიდირებული კრედიტებია. ასეთი სქემების მიზანია უზრუნველყოს საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები პროგრამის ბენეფიციარებისათვის, თუმცა, აღნიშნული სახის პროგრამების
განხორციელებისას თავს იჩენს გარკვეული რისკები.


„იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კრედიტები შეზღუდულია, შესაძლოა ისინი ვერ მიიმართოს სამიზნე ჯგუფზე: რაც უფრო იაფია კრედიტი, მით უფრო მაღალია აღნიშნული რისკი.


როგორც კვლევები აჩვენებს, ისეთი კომპანიების სუბსიდირება, რომელთაც არ აქვთ ფინანსებზე წვდომის პრობლემა, ნაკლებად შედეგიანია, რადგან უმეტესად იწვევს ინვესტირების მოკლევადიან ზრდას და ნაკლებად აისახება დასაქმების, წარმოებისა და პროდუქტიულობის გრძელვადიან ტენდენციებზე. დიდ კომპანიებთან შედარებით, დახმარება უფრო შედეგიანია ფინანსებზე შეზღუდული წვდომის მქონე კომპანიებისათვის და ხელს უწყობს მათ ზრდას. მთლიანობაში სუბსიდირება ნაკლებად ქმედით ინსტრუმენტად ითვლება და მიზანშეწონილია მისი დაკავშირება ისეთ აქტივობებთან, როგორებიცაა, ტრენინგი, ტექნიკური დახმარება და ახალი დარგების დაფინანსება“, - აღნიშნულია ანგარიშში.


მსოფლიო ბანკის მიხედვით, მეწარმეთა დახმარების შედარებით უფრო ქმედითი ინსტრუმენტებია − ნაწილობრივი საგარანტიო სქემები და საწარმოთა მიერ კვლევისა და განვითარების სტიმულირება სუბსიდირების გზით.


business-partner.ge


თეგები:
აუდიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up