„მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს“ - გიორგი ცუცქირიძე

„მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს“ - გიორგი ცუცქირიძე

access_time2021-11-22 16:55:37

„ბოლო წლებია, პოლიტიკოსების მხრიდან საპენსიო მომსახურების საკითხთან დაკავშირებით, ძირითადად არაარსებითი მსჯელობა ისმის. შესაბამისად, კონკრეტიკის გარეშე და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული ფრაზები და უპასუხისმგებლო განცხადებები, უსაფუძვლო სპეკულაციების საგანი ხდება“, - ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.



მისი თქმით, გარდა რეპუტაციული და იმიჯის შელახვის რისკებისა, ასევე არსებობს წმინდა ტექნიკური საკითხები, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ისე საპროცენტო ფასწარმოქმნის კუთხით, და რაზედაც აქცენტები საერთოდ არ გამახვილებულა:


„ამ თემამ მორიგი აქტუალიზაცია, მიმდინარე წელს, თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში შეიძინა, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან პენსიონერთა ხმებზე „ნადირობის სეზონი“ გაიხსნა და რა სახის დაპირებები არ გაჟღერდა, რომელთა საერთო დედააზრი, საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთების უპრეცედენტო შემცირებას ითვალისწინებდა, თვით საბაზრო განაკვეთზე გაცილებით დაბალსაც კი. თან ყოველგვარი წონადი არგუმენტების გარეშე.




ამ საარჩევნო რბოლაში, მთელი დარტყმა ბუნებრივია, საპენსიო მომსახურებაზე პასუხისმგებელი მოქმედი ბანკის (ლიბერთის) მიმართ განხორციელდა. სამწუხაროდ, აშკარად სპეკულაციურ ხასიათს ატარებდა ღია, ლამის ბრალდებამდე დასული მინიშნებები საპენსიო სესხზე, ბანკის ზე მაღალ საპროცენტო განაკვეთზე. ისეთი სურათიც კი დაიხატა, თითქოს ბანკი, სარგებლობდა რა ბაზარზე მონოპოლიური უპირატესობით, პენსიონერებს გაცილებით მაღალ პროცენტში სთავაზობდა სესხს, ვიდრე ამის შესაძლებლობას საბაზრო განაკვეთი იძლეოდა.



მთელი ეს კამპანია, რომ წმინდა სპეკულაციური ხასიათისა იყო და საერთო რეალობასთან არაფერი ჰქონდა, იქიდანაც გამოჩნდა როდესაც არჩევნების შემდგომ პერიოდში, ამ საკითხის ირგვლივ სრული სიჩუმეა დასადგურებული. არაფერი ისმის საპარლამენტო განხილვებზე, არადა საკითხი საპარლამენტო კომიტეტებზე დადგა.



რაც ყველაზე ცუდი და საგანგაშოა, ამ არაკონსტრუქციულმა აქტიურობამ მიიღო რეპუტაციული ზიანის შემცველი კამპანიის ხასიათი. სწორედ, მაღალი რეპუტაციული ჰაზარდის ანუ რისკის გამო, სავარაუდოა, რომ არცერთი მოქმედი კომერციული ბანკი არ გარისკავს საპენსიო მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მიღებას და საკუთარი იმიჯის შელახვას.



გარდა რეპუტაციული და იმიჯის შელახვის რისკებისა, ასევე არსებობს წმინდა ტექნიკური საკითხები, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური, ისე საპროცენტო ფასწარმოქმნის კუთხით, და რაზედაც აქცენტები საერთოდ არ გამახვილებულა. კერძოდ, საპენსიო მომსახურების პასუხისმგებელი ბანკი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად უნდა ფარავდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიას. როგორც ცნობილია ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი კომერციული ბანკი (ლიბერთის გარდა), რომელიც შეუფერხებლად შეძლებს სოციალური გასაცემლების დარიგებას, მათ შორის ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სხვა ბანკების არც ფილიალები და არც სერვისცენტრები არ ფუნქციონირებენ. წინა ტენდერში ბანკის გამარჯვების წამყვანი ფაქტორიც მომსახურების ფართო არეალი იყო. სწორედ, მცირე ინფრასტრუქტურის გამო, არ მგონია რომელიმე ბანკმა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გარისკოს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up