ვინსენტ კალებომ მცურავი სტადიონების - OCEANIUMS-ის პროექტი შექმნა, რომლებიც ბიოლოგიური მასალებით დამზადდება და ოკეანეში დაიდებენ ბინას.
იმის ნაცვლად, რომ ყოველი ახალი მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი სტადიონები ვაშენოთ, კულტურული და სპორტული კერების აშენებას გთავაზობთ, რომლებიც ზღვაში დაიდებენ ბინას, ნახევრად ნავები იქნებიან და ნახევრად სტადიონები. ისინი განახლებული ენერგიების წყალობით, მზის და ქარის ენერგიითა და ოკეანის დინებებით იმოძრავებენ, - წერენ პროექტის ავტორები და აღნიშნავენ, რომ მომავალი მდგრადი და ეკოლოგიური სტადიონებისაა.
OCEANIUMS ოკეანეების სტადიონებია, რომლებიც მხოლოდ ბიოლოგიური და გადამუშავებული მასალების - ხის, გადამუშავებული ალუმინის, წყალმცენარეებისა და გადამუშავებული პლასტმასისგან აშენდებიან.
არქიტექტურულად, ეს მცურავი სტადიონების მარჯნის რიფებით, წყლის ბინადრებითა და მცენარეებით, ვეშაპის ჩონჩხებითაა შთაგონებული, რომლებიც ზღვის წყალს ფილტრავენ და ბიომრავალფეროვნების თავშესაფარს წარმოადგენენ.
„კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი ამბიციაა, რომ სპორტის ახალი ეკოლოგია გამოვიგონოთ. გაუმარჯოს მდგრად სპორტს, რომელიც პატივს სცემს პლანეტას, კაცობრიობას და ბიომრავალფეროვნებას“, - წერენ პროექტის ავტორები.