მცხეთა-მთიანეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაახლოებით 28 მლნ ლარის ინვესტირება მოხდა და 535-მდე პროექტი განხორციელდა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მცხეთა-მთიანეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაახლოებით 28 მლნ ლარის ინვესტირება მოხდა და 535-მდე პროექტი განხორციელდა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

access_time2022-12-22 20:30:23

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული  პროექტები დაათვალიერეს.


 

მიმდინარეობს აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის განვითარების ფონდებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება.  მიმდინარეობს ასევე, სოფლების: ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.



პროექტი ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტის  დაგებას, არსებული ხიდ-ბოგირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.


 


ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, 2022 წელი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ უხვი იყო. წელს სამინისტრომ, როგორც საკუთარი ბიუჯეტიდან, ასევე, მისი ეგიდის ქვეშ არსებული ფონდებიდან, დაახლოებით 6 000-მდე პროექტი დააფინანსა. მცხეთა-მთიანეთის პროექტებში კი დაახლოებით 28 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა. წელს ამ რეგიონში 535-მდე პროექტის დაწყება-განხორციელება შევძელით. - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

 

მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომაც, სამუშაოები ყველა მიმართულებით მომავალ წელსაც აქტიურ ფაზაში გაგრძელდება.

 


ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა ფონდის დაფინანსებით ჩვენს რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა საგზაო სამშენებლო-სამუშაოები, სპორტული და კულტურის დაწესებულებების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება და სხვა. პროექტების მიმდინარეობას ეტაპობრივად ადგილზე ვეცნობით.  წლის ბოლომდე დაბის 10 ქუჩაზე შიდა გზები კეთილმოეწყობა. აგრეთვე,  ინტენსიურად გრძელდება აბანოსხევი-დავათის გზის მოასფალტების სამუშაოები. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება შეეძლება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია- განაცხადა დავით ნოზაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up