„მცხეთის ჯვრის ფასადის პროექტი 15 თვეა შეჩერებულია, მიუხედავად არაერთი მიმართვისა კულტურის სამინისტროსადმი“  - დავით ხოშტარია

„მცხეთის ჯვრის ფასადის პროექტი 15 თვეა შეჩერებულია, მიუხედავად არაერთი მიმართვისა კულტურის სამინისტროსადმი“ - დავით ხოშტარია

access_time2023-02-24 16:00:17

ჩუბინაშვილის ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ხოშტარია განცხადებას ავრცელებს, რითაც 23 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ცნობას ეხმაურება. 20 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კულტურის სამინისტრო წერდა რომ  მე-6 საუკუნის ძეგლის, მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.  როგორც ხოშტარია წერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები წინა პროექტს ჯიუტად ბლოკავენ.

 

„მინდა წარმატება ვუსურვო სააგენტოს მიერ ახლად წამოწყებულ პროექტს და კიდევ ერთხელ გამოვხატო სინანული და გაკვირვება იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები წინა პროექტს ჯიუტად ბლოკავენ. პროექტი მზად არის განსახორციელებლად, შეთანხმებულია ყველა შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო უწყებასთან და სრულად არის დაფინანსებული აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით“ - წერს დავით ხოშტარია.

 

განცხადების მიხედვით, ჩუბინაშვილის ცენტრის მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტმა, ჯერ კიდევ 2020 წლიდან  განხორციელებისათვის საჭირო ყველა ეროვნული და საერთაშორისო პროცედურა გაიარა, შეთანხმდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან, უმაღლესი შეფასება მიიღო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან და სამუშაოები  2021 წლის ნოემბრიდან უნდა  დაწყებულიყო, თუმცა, პროექტის განხორციელება კულტურის სამინისტროს ნებართვის არარსებობის გამო ვერ დაიწყო.

 

„კომერსანტი“ ხოშტარიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგმავს სასწრაფოდ ჩაატაროს სამუშაოები მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის ინტერიერში.



ამასთან დაკავშირებით გაჩნდა შეკითხვა, თუ რა კავშირშია ეს ახალი ინიციატივა მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოამზადა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და რომელიც დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით.


აღვნიშნავ, რომ ეს არის ორი სხვადასხვა პროექტი, რომელთაგან ერთის მიზანია მცხეთის ჯვრის ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაცია მათი შემდგომი დაშლა-დაზიანების პრევენციის მიზნით, ხოლო მეორემ უნდა მოაგვაროს მცხეთის ჯვრის ტაძრის ინტერიერში ქვების ცვენისა და წყლის ჩაჟონვის პრობლემა. პირველი ფინანსდება აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით, ხოლო მეორეს, როგორც ახლა შევიტყვეთ, თავის თავზე იღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.


მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტი ჩუბინაშვილის ცენტრმა კარგა ხანია მოამზადა. მან გაიარა განხორციელებისათვის საჭირო ყველა ეროვნული და საერთაშორისო პროცედურა. 2020 წლის 4 ნოემბერს პროექტმა მიიღო წინასწარი დამტკიცება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე. 2021 წლის 21 თებერვალს პროექტი შეითანხმა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ. 2021 წლის ოქტომბერში საკონსერვაციო პროექტმა უმაღლესი შეფასება მიიღო UNESCO- მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან, ICOMOS International-ის ტექნიკური მიმოხილვის საფუძველზე.


პროექტით გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2021 წლის ნოემბრიდან, იუნესკოს და ICOMOS International-ის მიერ პროექტის ოფიციალურად მოწონებისთანავე. თუმცა, მიუხედავად ამ ორგანიზაციების პირდაპირი რეკომენდაციისა, რომ საპროექტო სამუშაოები დროულად ჩატარებულიყო, პროექტის განხორციელება ვერ დაიწყო შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო. 2021 წლის ბოლოს ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ, ამ ნებართვებს გასცემს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მიუხედავად გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრისა და პროექტის ხელმძღვანელის არაერთი მიმართვისა, ნებართვა არ არის გაცემული. პროექტის განხორციელება უკვე 15 თვეა შეჩერებულია.


წინასწარ ვუპასუხებ მოსალოდნელ შეკითხვას, თუ რატომ გადაწყდა 2019 წელს მცხეთის ჯვრის საფასადო ქვების კონსერვაციის პროექტის წარდგენა აშშ ელჩის ფონდში, თუ პრობლემები იყო ტაძრის ინტერიერშიც. საფასადო ქვების კონსერვაცია, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი, განისაზღვრა UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის ერთობლივი რეაქტიული მისიის ანგარიშის საფუძველზე ( 2018 წლის თებერვალიhttps://whc.unesco.org/document/168219 , გვ. 23). საპროექტო წინადადება შეთანხმებული იყო კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან. იმთავითვე აღინიშნა, რომ თუ ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ აშშ ელჩის ფონდში წარდგენილი პროექტით უზრუნველყოფილი იქნებოდა საფასადო ქვების დაშლა-დაზიანების პრობლემის მოგვარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიხედავდა ინტერიერისა და სახურავის პრობლემებს. არსებითად, დღეს სააგენტო უბრუნდება იმ ვალდებულებას, რომელიც წინა ხელმძღვანელობამ აიღო და რომლის შესრულებაც ვერ მოასწრო.


ვფიქრობ, ზემოთაღნიშნული ორი პროექტის (გარე და შიდა წყობის ქვების კონსერვაციის) ერთობლივი განხორციელება დიდად შეუწყობდა ხელს მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის პრობლემების ერთიანად მოგვარებას. მინდა წარმატება ვუსურვო სააგენტოს მიერ ახლადწამოწყებულ პროექტს და კიდევ ერთხელ გამოვხატო სინანული და გაკვირვება იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები ჯიუტად ბლოკავენ წინა პროექტს, რომელიც, როგორც აღვნიშნე, მზად არის განსახორციელებლად, შეთანხმებულია ყველა შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო უწყებასთან და სრულად არის დაფინანსებული აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტით.“ წერს დავით ხოშტარია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up