ამხანაგობა “აქოლისმა” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ახლა საპროექტო მომსახურების მეორე ეტაპზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია გენერალური გეგმის კონცეფცია , ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, სკოპინგის ანუ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში და დარგობრივი ტექსტური და გრაფიკული დანართები.
“აქოლისი” ითვალისწინებს მცხეთის, როგორც საქართველოს ძველი დედაქალაქის ისტორიულ , არქეოლოგიურ, კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში და მის დღევანდელობაში, მის ადგილს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სისტემაში და შექმნის ყველა პირობას, რათა შენარჩუნდეს ის უნიკალური გარემო, რომელიც მის ისტრიულ კულტურულ , რელიგიურ, მემორიალურ ესთეტიკურ, მეცნიერულ ღირებულებებს განაპირობებს.
ამხანაგობა “აქოლისმა” მცხეთის გენგეგმის კონცეფცია მდია ტურის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს გააცნო.
მედია ტური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი მცხეთის გაცნობას ითვალისწინებდა. “აქოლისთან” ერთად ტურს “აქოლისის” არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ მცხეთის შეცნობის დრტამატურგია არა მცხეთის ჯვრიდან, არამედ კარსნიდან უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით მცხეთა ტურიზმის გარეშე ვერ მოიაზრება.
“ჩვენ შემოგვაქვს ტურიზმის ე.წ. გამრავალფეროვნების თემა, ეს არის ტერიტორიული გამრავალფეროვნება , ერთ-ერთი ასეთი უცნობი ადგილი არის კარსნი, მინდა რომ მცხეთა ადამიანებმა კარსნიდან დაინახონ, ანუ მცხეთის შეცნობის დრამატურგია, ჩვენი აზრით უნდა დაიწყოს არა მცხეთის ჯვრიდან, არამედ კარსნიდან.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, გაიშალოს ტურუსტული ნაკადები , რაც საბოლოოდ მცხეთელებს, ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს.
ძალიან ხშირად ჩვენი მისამართით გვესმის ბრალეულობა, რომ ჩვენ ვავითარებთ მცხეთის პერიფერიებს და ცენტრზე არ ვზრუნავთ. სწორედ ნაარაგვალში, სადაც ადრე არაგვის ჭალა იყო, ცენტრალური ხელისუფლებისთვის ძალიან საინტერესო ობიექტის შეთავაზება გვინდა, ეს გახლავთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ ვამაყობთ იმ 4 ძეგლით, რომელიც შესულია იუნესკოს მსფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში, ამის გარდა 40-ზე მეტი ადგილობრივი და ნაციონალური მნიშვნელობის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი გაგვაჩნია, რომელთა წარმოჩენა შესაძლებელია ნაარაგვალში.
ერთ-ერთი საინტერესო თემაა წყლის ფასადი, ვინაიდან მცხეთაში ვითარდება საწყლოსნო ტურიზმიც, ტურისტული კატარღებით, ეს რესურსი გააჩნია მცხეთას რომელიც მოსავლელია.” — აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ შეხვედრზე.
მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოინახულეს ქალაქ მცხეთის კარსნის ღვთისმშობლის ტაძარი, ქალაქ მცხთის ჯვრის მამათა მონასტერი.
ტურის დროს სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად ყურადღება გამახვილდა მეორე მსოფლი ომამდე მოდერნისტულ სტილში აშენებულ შენობაზე, რომელიც ძველად გეო-ფიზიკური ობსერვატორია იყომ შემდეგ რამდენჯერმე სხვადასხვა მფლობელს გადაეცა და ამეტაპზე უფუნქციოდ არის დარჩენილი და განადგურების პირასაა.
“შენობა რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე აშენდა, მოდერნისტული შენობაა და ის გეო ფიზიკურ ობსერვატროიას წარმოადგენდა, რომელმაც თბილისის გეოფიზიკური ობერვატორიიდან გადმოინაცვლა,რისი მიზეზიც თბილისში ტრამვაის გავლა გახდა, რადგან ელექტრო მუხტი ობსერვატორიის საქმიანობას ხელს უშლიდა, მოგვიანებით შენობა ტუბერკულიოზით დაავადაბულთა საავადმყოფოდ გადაკეთდა, შემდეგ არქეოლოგებს გადაეცა და ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია.
ეს შეიძლება, რომ დიდი მცხეთის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტი გახდეს.
კონცეფციის მიხედვით ვფიქრობთ რომ აქ შეიძლება გაკეთდეს ფოკის მონასტრის ანალოგი. ასეთ სურვილია,რომ საზაფხულო სკოლის ფარგლებში საპატრიარქოსთან შეთანხმებით აქ გაიმართოს ფრესკების რესტავრაციის,ხატწერის, ფრესკების მოზაიკის, ქარგვის და სხვათა შესწავლა, ეს მცხეთას ძალიან გაამდიდრებს და იქნება ერთგვარი ხიდი საზოგადოებასა და ეკლესიას შორის” — აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.
მისივე განმარტებით კარსნი მნიშვნელოვანი ადგილია, შეიძლება ტურისტული გადასახედის მოწყობაც, რადგან სწორედ ამ ადგილიდან ჩანს იუნესკოს ნუსხაში შესული სამივე ისტორიული ძეგლი.
ქ. მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში ასახული იდეები და გადაწყვეტილებები , რომელიც ქ. მცხეთის განვითარების ქალაქ მაფორმირებელის როლის განსაზღვრას გულისხმობს არ არის საბოლოო და დასაზუსტებელია დაპროექტების მომდევნო ეტაპებზე, მათ შორის გენერალური გეგმის მომზადების სტადიაზე.
ამხანაგობა “აქოლისი” მულტი დისციპლინალური ჯგუფია, რომელიც დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ორგანიზაციასადა 3 ქვე კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის , ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მცხეთის ქალაქ მშენებლობით კადასტრის მომზადებას გულისხმობს.
ამახანაგობა “აქოლისი” 12 აპრილს მცხეთის მოსახლეობასთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პროფესიულ წრეებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ამ ეტაპზე 12 ასეთი შეხვედრა ჩაატარა.
თაკო კვაჭანტირაძე