მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9) ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.
ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.