მდიდარი რუსები დანაზოგის გადასარჩენად ძვირფას სამკაულებსა და საათებს ყიდულობენ

მდიდარი რუსები დანაზოგის გადასარჩენად ძვირფას სამკაულებსა და საათებს ყიდულობენ

access_time2022-03-04 10:30:00

მაშინ, როცა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუბლი უფასურდება და საფონდო ბირჟები იხურება, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები თავიანთი დანაზოგებისთვის ღირებულების შენარჩუნების მიზნით ძვირფას სამკაულებსა და საათებს ყიდულობენ.


იტალიური საიუველირო სახლის Bulgari-ის წარმომადგენელი, ჟან-კრისტოფ ბაბინი ადასტურებს, რომ რუსულ მაღაზიებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ შენარჩუნდება.


„რამდენ ხანს გაგრძელდება, ძნელი სათქმელია, რადგან SWIFT-ის ზომების სრულად განხორციელებით, რუსეთში ექსპორტი შეუძლებელი თუ არა, მინიმუმ რთული გახდება“,- თქვა მან.


Bulgari არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც რუს მომხმარებელს ძვირფას ნივთებს ამ დრომდე სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ Apple, Nike, ენერგეტიკული გიგანტები BP, Shell და Exxon რუსეთს ტოვებენ, ევროპის ყველაზე დიდი ფუფუნების ბრენდები, ჯერჯერობით, ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას ცდილობენ.


Cartier რუსეთში კვლავ ყიდის სამკაულებს და საათებს. ასევე ხელმისაწვდომია Swatch Group-ში შემავალი Omega საათები, ისევე როგორც Rolex-ის საათები.


„ჩვენ იქ რუსი ხალხისთვის ვართ და არა პოლიტიკური სამყაროსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც გაურკვევლობისა და დაძაბულობის პერიოდი აქვთ“,- ამბობს ბაბინი.



ოქროს მსგავსად, ძვირადღირებული საათები და სამკაულები მინიმუმ ინარჩუნებენ ღირებულებას წლების მანძილზე. მეტიც, მათი ფასი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.


ანალიტიკოსების გათვლებით, რუსეთსა და საზღვარგარეთ მყოფ რუსებზე LVMH-სა და Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლები, Richemont-ის შემთხვევაში კი 3%-ზე ნაკლებს მოდის.


ეს ნაწილობრივ განპირობებულია რუსეთში შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობით. მოსკოვში მცხოვრები ადამიანების საშუალო თვიური ანაზღაურება დაახლოებით 113,000 რუბლია ($1,350 ომამდე კურსის მიხედვით). გაცილებით დაბალია სოფლებში მცხოვრები ხალხის შემოსავალი.


რუსეთში ამ დრომდე დარჩენილ ბრენდებზე საზოგადოებრივი ზეწოლა იზრდება. LVMH-ის მიერ მხარდაჭერილი გამოცემა Business of Fashion ბრენდებს მოუწოდებს დახურონ მაღაზიები რუსეთში და არ გაუგზავნონ პროდუქტი ინტერნეტით. მთავარი რედაქტორი იმრან ამედმა ამბობს, რომ ეს ნაბიჯი „ძირითადად სიმბოლური“ იქნება, მაგრამ აჩვენებს „პოზიციისადმი მტკიცე მორალურ ერთგულებას“.


Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დემნა გვასალიაა, პარიზში შემოდგომა/ზამთრის ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე Instagram-ის გვერდიდან მოდასთან დაკავშირებული ყველა პოსტი წაშალა. მის ადგილას უკრაინის დროშა და ქველმოქმედებისკენ მოწოდება გამოაქვეყნა.


LVMH-მ განაცხადა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონ ევროს გადასცემს, ხოლო უკრაინაში თავის 150 თანამშრომელს ფინანსურ და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს.


LVMH-ის ჯგუფში შემავალი Bulgari, რომელიც რუსეთში მაღაზიების დახურვას არ გეგმავს, არ გამორიცხავს, რომ რუბლის გაუფასურების პირობებში პროდუქტები გააძვიროს.


წყარო: Bloomberg, businessformula.ge


თეგები:
დანაზოგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up