დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსები საზღვარგარეთ ვერ მოგზაურობენ, თუმცა ისინი საკრუიზო მოგზაურობას ახერხებენ - ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider ავრცელებს.
გამოცემის ცნობით გასულ წელს კრუიზზე მგზავრთნაკადი 30% დან - 40% მდე გაიზარდა.
ანტონინა კისელევამ საკრუიზო კომპანია Infoflot-იდან businessInsider-ს განუცხადა, რომ მოთხოვნა მის კრუიზებზე გასულ წელს მოთხოვნა ნამდვილად მაღალი იყო და გემები 95% იანი დატვირთვით მუშაობდნენ.
ონლაინ ტურისტული ბაზრის Cruise House-ის წარმომადგენელმა ანტონინა კისელევამ Insider-ს განუცხადა, რომ მდინარის კრუიზები განსაკუთრებით პოპულარული იყო, მისივე თქმით „მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ზოგიერთ მარშრუტზე ადგილი უკვე პრაქტიკულად ადგილი აღარ არის“.
პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსებს შვებულების დაგეგმვა გაუჭირდათ და ევროპის ქვეყნები მათთვის რთულად ხელმისაწვდომია, თუმცა სხვა ქვეყნების გავლით ევროპაში მოხვედრა მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, გრძელვადიანი მიმართულებები, როგორიცაა ტაილანდი,მდიდარ რუსებში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.