ჭიათურაში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი დაიწყო. მდინარე ყვირილა ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამებისგან იწმინდება. სამუშაოების პირველი ეტაპი ქალაქის ცენტრალურ ხიდთან მიმდინარეობს , მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა თითქმის ყოველდღიურად მუშაობს . მდინარიდან ამოღებული შლამები სპეციალურად გამოყოფილ , დაცულ ტერიტორიაზე საწყობდება. მძიმე ტექნიკის გადაადგილების დროს , რომ ქალაქის დაბინძურება არ მოხდეს ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
ეკოლოგიური პროექტი - მდინარე ყვირილა შლამების გარეშე კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზის „ გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. მდინარის გაწმენდითი სამუშაოები სახელმწიფოს სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით დაიწყო.
„ ჩვენ დავიწყეთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი , მდინარე ყვირილას შლამებისგან გაწმენდა. რაც ამ ქალაქში წარმოება არსებობს , მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა, სწორედ ამიტომ , აღნიშნული ეკო პროექტი თავისი შინაარსით ნამდვილად უნიკალურია. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მდინარის კალაპოტი , ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამებისგან იწმინდება . სამუშაოები დავიწყეთ წყალსადენის ტერიტორიიდან და მივდივართ დამბამდე . მდინარის კალაპოტში იმუშავებს მძიმე ტექნიკა და ამოღებული შლამები სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დასაწყობდება „— განაცხადა ეკოლოგიური პროექტის შეფასებისას „ ჯორჯიან მანგანეზის „ სახელმწიფოს სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
მდინარე ყვირილაში სამუშაოების დაწყებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი ეტაპი . პროექტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ უცხოელი სპეციალისტები , სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა მდინარის გაწმენდის ორ ეტაპიანი გეგმა. წელს მდინარის კალაპოტიდან შლამების ამოღება დაგეგმილია იანვარ - თებერვალსა და აგვისტო - სექტემბრის პერიოდში, თუმცა გასათვალსიწინებელია, რომ სამუშაოებს ხელი უნდა შეუწყოს გარემო პირობებმა.
(R)