„მძღოლების უმრავლესობა ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს

„მძღოლების უმრავლესობა ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს

access_time2023-04-13 10:00:30

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში  ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ნაწილს რეფორმის დაწყებიდან დღემდე  არცერთხელ არ გაუვლია ტექინსპექტირება.


როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, მძღოლების უმრავლესობას ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.


„ჩვენ ბაზრის კველავა ჩავატარეთ დ სამწუხაროდ, ძალიან დიდია ისეთი ტრანსპორტის წილი,  რომელიც სარგებლობს იმით, რომ 50 ლარია ჯარიმა. მათი ნაწილი წლის განმავლობაში რამდენჯერმეა დაჯარიმეული. ეს იმაზე მეტყველებს,  რომ გარკვეული ტიპის ტრანსპორტი მხოლოდ ჯარიმის გადახდის ხარჯზე გადაადგილდება. დაფიქსირდა  შემთხვევები, როცა  20-ჯერ და მეტჯერ იყო დაჯარიმებული ავტობუსისა თუ  მიკროავტობუსის მძღოლი და რეფორმის დაწყებიდან ერთხელაც არ ჰქონდათ ტექინსპექტირება გავლილი.“-აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.


მისივე განმარტებით ივნისიდან, როცა ტექინსპექტირების წესების დარღვევის გამო ჯარიმები გამკაცრდება, არსებული ვითარება შედარებით გამოსწორდება.



ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.


თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, ამ დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით, იურიდიული პირი დაჯარიმდება 300 ლარით.


თუ პირი, განმეორებით დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ ისევ დაარღვევს წესს, ამ შემთხვევაში: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით; იურიდიული პირი – 500 ლარით.


თუ პირი 300 [ფიზიკური] ან 500 [იურიდიული] ლარით არის დაჯარიმებული და დაჯარიმებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ისევ ჩაიდენს ანალოგიურ სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით; იურიდიული პირი კი – 700 ლარით.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up