მე-10 და მე-19 ველების ექსპლუატაციაში გაშვება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვა-ნახშირის მოპოვებას და სამუშაო ადგილებს!

მე-10 და მე-19 ველების ექსპლუატაციაში გაშვება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვა-ნახშირის მოპოვებას და სამუშაო ადგილებს!

access_time2020-12-29 14:42:19

მალე „საქნახშირში“ ექსპლუატაციაში შევა ახალი მომპოვებელი ველები. მათი მზადება და აღჭურვილპობის შეძენა უკვე დაწყებულია - ნაწილი შეძენილია და ნაწილის შეძენა კი ეტაპობრივად ხდება. „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობამ მომდევნო წლის სამთო სამუშაოების განვითარების პროგრამას შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი 2021 წელს განსახორციელებელი სამუშაოები, კონკრეტულად: პროგრამაში მოცემულია გვირაბების ჩამონათვალი, რომელთა გაყვანაც მომავალ წელს უნდა მოხდეს. ასევე მოცემულია ის საექსპლუატაციო ველები, სადც უნდა მოხდეს ქვა-ნახშირის მოპოვება. ახალი ველების ამუშავება მნიშვნელოვნად გაზრდის ქვა-ნახშირის მოპოვებას, ეს კი ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.



ალექსანდრ ლოვინი (მთავარი ინჟინერი): „N 1 ველში, სადაც მე-6 უბანი მუშაობს (+240 და +270 ჰორიზონტზე) ქვა-ნახშირის მარაგები იწურება, მაგრამ მოპოვებითი სამუშაოები ჯერჯერობით ისევ გრძელდება, რადგან დაახლოებით 10 000 ტონამდე ქვა-ნახშირი არის დარჩენილი. პროგრამით გათვალისწინებულია მე-6 უბნის N 19 ველში გადაყვანა, სადაც თვეში 7500 ტონის მოპოვება იგეგმება. წლების განმავლობაში, ძველ უბანში მოპოვებული იყო დაახლოებით 160 605 ტონა ქვა-ნახშირი. ახალი ველი აპრილში გაიხსნება, თებერვალში კი N 10 ველი გაიხსნება, სადაც მოპოვება თვეში 8000 ტონა იქნება. ახალ ველში ამჟმად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.“



ბადრი არაბიძე (დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში): „ 2021 წელს ნახშირის მოპოვება განხორციელებული იქნება N8, N17, N19 და N 10 ველებში. დაახლოებით 6 თვეა რაც N19 ველი მზადდება, მიმდინარეობს კვერშლაგების გაყვანა, მოხდება შტრეკების და გამკვეთების გაყვანა, რათა ქვა-ნახშირის მოსაპოვებლად მომზადდეს წმენდითი სანგრევი. სხვადასხვა ტექნიკური და ობიექტური მიზეზების გამო, N19 ველის ექსპლუატაციაში გაშევბამ შესაძლოა 2 თვით დაიგვიანოს, ვინაიდან N1 ველში, სადაც VI უბანი მოიპოვებს ქვა-ნახშირს, მარაგები იანვრის თვეში ამოიწურება. ხანმოკლე პერიოდით (დაახლოებით 1 თვით) VI უბანი შეიძლება დარჩეს ნახშირის მოპოვების გარეშე, მაგრამ ამ უბნის პერსონალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული N 19 ველში მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.



რაც შეეხება N10 ველს, ამჟამად იქ აღდგენითი სამუშაოების წარმოება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ჩვენი პროგნოზით, მოპოვებითი სამუშოები აღნიშნულ ველში თებერვლიდან უნდა დაიწყოს, ნახშირმომპოვებელ სამუშაოებს I უბანი განახორციელებს. მე-4 მომპოვებელი უბნის შემატება მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ ნახშირის მოპოვების მოცულობა. ზემოთ აღნიშნული უბნებიდან 2021 წელს ნახშირის მოპოვებამ უნდა მიაღწიოს 300 000 ტონას. ეს კი ბონუსური სისტემის სრულყოფილად დასანერგად და საწარმოო ფრონტის გაფართოებისათვის მეტ შემოსავლებს გაუჩენს კომპანიას. ახალი უბნის გახსნა კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ დაახლოებით 40 ახალი სპეციალისტი მივიღოთ. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომ „საქნახშირში“ დავაბრუნოთ გამოცდილი პერსონალი, ვინც 2 წლის წინ, შახტის გაჩერების გამო დატოვა სამსახური.




N 10 და N 19 ველების ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მანქანა-მექანიზმები -კონვეიერები, ჯალამბრები, ვენტილატორები, ხანძარსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ლამის მისაწოდებელი მილგაყვანილობები და სხვა უკვე შეძენილია კომპანიის მიერ და უახლოეს პერიოდში ველოდებით. მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო საშახტო ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის: უახლოეს პერიოდში შემოტანილი იქნება ელმავლების სათადარიგო ნაწილები, ელმავლის აკუმულატორული ბატარეები, რელსები სარკინიგზო მეურნეობის მოსაწესრიგებლად და მასთან დაკავშირებული დამხმარე მასალები ( შპალი, გვერდსაფენი, ქვეშსაფენი და ომბოხი შესაბამისი რაოდენობით).“



გიორგი ბაბუხადია (მთავარი ინჟინრის მოადგილე):
„ქვა-ნახშირის მარაგების ამოწურვამ საჭირო გახადა ახალი მომპოვებელი ველების გახსნა. N 10 და N 19 ველები საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ნახშირი მოვიპოვოთ. ეს, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს თანამშრომლების ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს საწარმოს გამართულ მუშაობას, გაძლიერებას და თანამშრომლების კმაყოფილებას.“


(NS)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up