მე-17-ე სართულის უკანონოდ აშენებისთვის დაჯარიმებული „ამბასადორი ბათუმი“  ბულვარში მე-18-ე სართულს აშენებს

მე-17-ე სართულის უკანონოდ აშენებისთვის დაჯარიმებული „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მე-18-ე სართულს აშენებს

access_time2021-11-18 18:58:42

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარში მშენებარე პროექტის მეჩვიდმეტე, უკანონო სართულზე კოლონები ჩამოასხა და ხიმინჯები ამოიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სართულსაც გადახურავს – ანუ მეთვრამეტეს. არადა, როცა უკანონოდ ააშენეს მე-17 სართული, კომპანიის წარმომადგენელი გვარწმუნებდა, ეს ბოლოა, ვჩერდებით და ესეც სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომად დაგვჭირდაო.



არავინ იცის სინამდვილეში რამდენი სართულის მშენებლობას გეგმავს ბათუმის ძველ ბულვარში რუსეთის მოქალაქეების კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ამ ძეგლს ბევრი ოფიციალური პატრონი ჰყავს.



ბულვარის, როგორც ძეგლის დაცვა, პირველ რიგში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ევალება, რომელმაც ძეგლის ტერიტორიაზე 16 სართულიანი კომპლექტის მშენებლობის ნებართვა გასცა და თანაც ამას მშენებლობა კი არა, რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაარქვა.



ბულვარზე პასუხისმგებელია აჭარის მთავრობა, კერძოდ კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობს.



ბულვარის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს შეაჩეროს მშენებლობა, თუმცა მინიმუმ უნდა ხედავდეს კანონდარღვევას საკუთარ ტერიტორიაზე და როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი უწყება, რომელსაც ძეგლი აბარია, ვალდებულია უფლებამოსილ უწყებას აცნობოს გადაცდომის შემთხვევაში, თუნდაც სავარაუდო დარღვევის შესახებ.



ბულვარის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია ბათუმის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე და საკრებულო, როგორც მერიის მაკონტროლებელი, არჩეული ორგანო. თუმცა ამდენ უწყებას ერთად, როგორც ჩანს, არ შეუძლია დიდი ფულის მფლობელის შეჩერება – ისინი ვერ/არ იცავენ ბულვარს უხეში ჩარევისგან, მინიმუმ უკანონო მშენებლობისგან.



წინა გადაცდომის დაფიქსირებისას, როცა შენობას უკანონო მეჩვიდმეტე სართული დაადგეს, სააგენტომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა და სასამართლოში იჩივლა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სააგენტოს სასამართლოში არ მოითხოვა, კომპანიას მშენებარე ობიექტი პროექტის შესაბამისობაში მოეყვანა. კომპანია ამის თაობაზე „გააფრთხილეს“, ოფიციალური წერილით.



„ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია უნებართვო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, ყოველ ექვს თვეში ჯარიმა გავასამმაგოთო“, – გვითხრეს მაშინ სააგენტოში.



სააგენტოში განგვიმარტეს ისიც, რომ კომპანია იძულებული იქნება თავად მოშალოს უკანონო სართული, რადგან შენობას ექსპლუატაციაში ვერ მიიღებენ. თუმცა არსებობს მეორე გზაც, კომპანია ცვლილების პროექტით მიმართავს ნებართვის გამცემს. ამ დრომდე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მას თანხმობის მიღება არ გაუჭირდება.



გასულ კვირას კომპანიის წარმომადგენელს, გოჩა კამკიას ვკითხეთ, ხომ არ აპირებს „ამბასადორი“ ჯარიმის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მან გვითხრა, რომ კომპანია ჯარიმას გადაიხდის, რაც შეეხება გადაცდომებს და უკანონო სართულს – ამაზე არ გვიპასუხა.



აშკარაა, რომ კომპანიამ სტრატეგია შეცვალა – ექვს თვეში ვიდრე ჯარიმის გასამმაგების დრო არ მოვა, კიდევ რამდენიმე სართულის აშენებას შეძლებს [არავინ იცის რამდენი სართულის აშენებას გეგმავს], შემდეგ კი მიმართავს სააგენტოს ცვლილების პროექტით.



თუმცა, ისეთი მაღალბიუჯეტიანი კომპანიისთვის, როგორიც „ამბასადორი ბათუმია“  არც გასამმაგებული და არც გაათმაგებული ჯარიმის გადახდა იქნება პრობლემა.



ამბასადორმა ბულვარში უკანონო მშენებლობა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისთანავე შეაჩერა და არჩევნების დასრულებისთანავე განაახლა.



ბულვარში 16 სართულიანი მშენებლობის ნებართვის გაცემას ბათუმში მოქალაქეები აქციებით აპროტესტებდნენ.


უშედეგოდ.


წყარო: netgazeti.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up