ბიზნესს უნდა ჰქონდეს იაფი კრედიტი, დღეს კრედიტი უკიდურესად გაძვირებულია, როგორც ლარში ასევე დოლარში, - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. როგორც გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე ბიზნესმენმა დღევანდელი ვითარების შეფასებისას თქვა, საქართველოსთვის პრობლემა, იგივეა, სწორი მენეჯმენტი.
„ჩინოვნიკების, მთავრობის საქმეა, რომ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღონ და თაროზე არ შემოდონ პრობლემური საკითხები. ახლა რა გამოწვევებიც არის, ეს არის: ლარი და ლოგისტიკა.
ეკონომიკის გასანეიტრალებლად კრედიტია საჭირო. ბიზნესს უნდა ჰქონდეს იაფი კრედიტი. დღეს კრედიტი უკიდურესად გაძვირებულია, როგორც ლარში ასევე დოლარში. იქ Libor ინდექსის გამო, აქ ჩვენი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო. თუმცა იმას ვერ ვიტყვით, რომ სებ-ი არასწორს აკეთებს, მე პირადად მოვუშვებდი უფრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მე როგორც ვუყურებ არაფერს არ შვება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. თუმცა ეს კლასიკაა. მსოფლიო ასე აკეთებს. ჩვენ ჩვენი მოქნილი პოლიტიკა გვინდა. მე დღეს განაკვეთს 2%-ით ჩამოვწევდი. ეს არაფერს არ გააფუჭებს, პირიქით გააკეთებს“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.