„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კანდიდატის სტატუსი, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება მივიღოთ ევროკავშირისგან და განვავითაროთ ეკონომიკა“ -  თორნიკე შარაშენიძე

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კანდიდატის სტატუსი, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება მივიღოთ ევროკავშირისგან და განვავითაროთ ეკონომიკა“ - თორნიკე შარაშენიძე

access_time2022-06-10 21:00:34

„აქ ნამდვილად ვეთანხმები [პრეზიდენტს] რომ ქვეყნის მომავალი არ უნდა გადაყვეს არავის და მე გამიჩნდა ეჭვი, რომ ის აპირებს შეიწყალოს გვარამია, რითაც შარს ააცილებს ქვეყანასაც და ქართულ ოცნებასაც, რომლის წყალობითაც ის გახდა პრეზიდენტი“, -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტი live”  Gipa- ს პროფესორმა და საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით ნიკა გვარამიას დაჭერით “ქართულმა ოცნებამ“ ძალიან წააგო  და რეზოლუციის სახით ძალიან დიდი შარი მიიღო.

 

„თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო ალბათ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის  სტატუსს, თუმცა რაღაც დათქმით. რაც შეეხება ივანიშვილის დასანქცირებას, ამაზე საუბარი არასერიოზული მგონია, რადგან ჯერ ერთი საფრანგეთის მოქალაქეა და  მეორეც იმისათვის, რომ ადამიანი დაასანქცირო მტკიცებულებაა საჭირო და რა მტკიცებულება არსებობს მასთან მიმართებაში მე არ მესმის“ -  აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

 


 

შარაშენიძის თქმით “ქართული ოცნება“ ევროკავშირის ყველა პირობას დათანხმდება, თუმცა საინტერესო როდის და რა ვადაში შეასრულებს ამ პირობებს. თორნიკე შარაშენიძემ ასევე განმარტა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს აძლევს იმის საშუალებას, რომ ევროკავშირისგან მეტი მოითხოვოს.

 

„მე ვფიქრობ, რომ დღეს და ხვალ, რომ გაგვიღონ კარი ევროკავშირში შესვლაზე არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ და ელემენტარულად დაიცლება ქვეყანა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კანდიდატის  სტატუსი, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება მივიღოთ ევროკავშირისგან, განვავითაროთ ეკონომიკა, ავწიოთ ცხოვრების დონე და ევროკავშირში შევიდეთ თავაწეულები“. -  აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ. 



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up