„მე მეკისრება პასუხისმგებლობა“ – რუსი ბიზნესმენები უკრაინასთან ომის შესახებ

„მე მეკისრება პასუხისმგებლობა“ – რუსი ბიზნესმენები უკრაინასთან ომის შესახებ

access_time2022-03-01 16:30:34

რუსი ბიზნესმენები ჯერ შეფასებებს არ აკეთებენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის და ამ ყველაფრის როგორც რუსეთის, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენებთან დაკავშირებით. რუსული გამოცემამ RBC თავი მოუყარა უმდიდრესი რუსების კომენტარებს შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით.


მიხაილ ფრიდმანი – LetterOne-სა და „ალფა–გრუპის“ თანამფლობელი. მისი ქონება 2021 წლის აპრილში $15,5 მლრდ–ს შეადგენდა, ხოლო 28 თებერვალს Forbes–მა ბიზნესმენის კაპიტალი $11,7 მილიარდად შეაფასა.


„მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე პასუხისმგებელი ვარ ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომი საკითხის გადამწყვეტი ვერასოდეს იქნება. მიმდინარე კრიზისი წაიღებს უამრავ სიცოცხლეს, ორივე ხალხს დააზარალებს, რომლებიც ასწლეულები ძმები იყვნენ... მე ღრმა კავშირები მაქვს უკრაინელ და რუს ხალხებთან და ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი ტრაგედიაა ამ ხალხებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი საქმიანი პარტნიორები ჩემს ამ მოსაზრებას იზიარებენ“.


ალეკსეი მორდაშევი – „სევერსტალის თანამფლობელი“, ფანერების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. მისი ქონება 2021 წლის გაზაფხულზე $29,1 მლრდ–ს შეადგენდა, ხოლო 28 თებერვალს Forbes–მა ბიზნესმენის კაპიტალი $26,1 მილიარდად შეაფასა.


„რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ორი მოძმე ხალხის ტრაგედია. საშინელებაა, რომ უკრაინელები და რუსები იღუპებიან, ინგრევა ეკონომიკა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ კონფლიქტიდან გამოსავალი უახლოეს დროში გამოიძებნოს და შეწყდეს სისხლისღვრა, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.


ჩემ წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციას რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ შორს ვარ პოლიტიკისგან და მთელი ცხოვრება ვქმნიდი ეკონომიკურ ფასეულობებს ჩემი კომპანიებისთვის, რომლებშიც როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ ვმუშაობდი. არანაირი კავშირი არ მაქვს შექმნილ საგარეო გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან. არ მესმის, რატომ დამიწესეს სანქციები.
მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე. არ მესმის, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კონფლიქტის დარეგულირებას ჩემ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა“.



ოლეგ ტინკოვი – „ტინკოფ ბანკის“ და ტინკოვების ოჯახის ფონდის დამფუძნებელი. მისი ქონება 2021 წლის აპრილში $4,7 მლრდ–ს შეადგენდა, ხოლო 28 თებერვალს Forbes–მა ბიზნესმენის კაპიტალი $1,8 მილიარდად შეაფასა.


ტინკოვების საოჯახო ფონდი სისხლის კიბოთი დაავადებული ადამიანების გადარჩენას ვცდილობთ. ვყიდულობთ დანადგარებს, ვამზადებთ სამედიცინო პერსონალს და ვეხმარებით ტრანსპლანტაციის ცენტრების მშენებლობაში. მე თვითონ, ცხოვრების მეორე მხარეს თითქმის ორჯერ მისული, ბოლო ორი წლის განმავლობაში დავრწმუნდი, თუ როგორი მყიფეა ცხოვრება. ახლა უკრაინაში ყოველ დღე უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან, ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია. სახელმწიფო ფული ადამიანების მკურნალობაში, კიბოს დასამარცხებელ კვლევებზე უნდა ხარჯავდეს და არა ომზე. ჩვენ ომის წინააღმდეგები ვართ“.


დავით იაკობაშვილი – ბიზნესმენი. მისი ქონება 2021 წლის აპრილში $700 მლნ–ს შეადგენდა.


„პაციფისტი ვარ და ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა. ბიზნესი და დიპლომატია ყოველთვის იმარჯვებდნენ ნებისმიერ ომზე. მაგალითად პოლტავის ბრძოლა ავიღოთ, ამ დროს რუსი ვაჭრების ჯგუფი შვედეთში ჩავიდნენ, ხოლო შვედი ვაჭრები მოსკოვში ჩავიდნენ და მხარეებმა საერთო ენა გამონახეს. როგორც ბავშვობაში ვამბობდით, მშვიდობა მსოფლიოს!“.


ოლეგ დერიპასკა – „En+“-ის დამფუძნებელი. მისი ქონება ბოლო წლის განმავლობაში დაახლოებით $200 მლნ–ით გაიზარდა და ამჟამად #4 მლრდ–ს შეადგენს.


„მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს!“.


ალეკსანდრ ტინკოვანი – მისი ქონება 2021 წლის აპრილში $850 მლნ–ს შეადგენდა.


„ნობელის პრემიას ამაოდ არ აძლევენ. წყალგამყოფი უნდა გაივლოს რუსეთის ხელისუფლებასა და რუს ხალხს შორის“.


იგორ რიბაკოვი – „ტექნონიკელის“ თანამფლობელი. მისი ქონება აპრილის შემდეგ დაახლოებით #300 მლნ–ით გაიზარდა და ამჟამად $2,3 მლრდ–ს ფლობს.


„სულ რაღაც გუშინ მეგონა, რომ ეს მძიმე პოლიტიკური ჭიდილი იქნებოდა, ზეწოლა და ა.შ. დღეს კი მესმის, რომ ხიდები დამწვარია და ეს დიდი ისტორია გახდება, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას შეეხება. სამწუხაროა“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up