აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის აშშ-ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც შეუძლია თქმა: თავიდან ავიცილებ III მსოფლიო ომს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა და სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
„მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი“, - განაცხადა ტრამპმა.
მან პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინაში ომს შეაჩერებს.
„როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში შევძლებ. აქ, თქვენს წინაშე ერთადერთი კანდიდატი მე ვარ, ვისაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ III მსოფლიო ომს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.