„მე ვიკერავ პირს, ასე გამოვხატავ პროტესტს“ - საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტმა სენაკში პირი ამოიკერა

„მე ვიკერავ პირს, ასე გამოვხატავ პროტესტს“ - საავადმყოფოს აღდგენის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტმა სენაკში პირი ამოიკერა

access_time2022-09-12 23:00:20

სამოქალაქო აქტივისტმა ბესიკ წულეისკირმა სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარავში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ის ხელისუფლებისგან ითხოვს, განაახლონ 8 წლის წინ დახურული ყოფილი სამედიცინო დაწესებულების შენობა. აქტივისტმა პირი „ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვისას ამოიკერა, მანამდე ბესიკ წულეისკირმა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა.

 

„მე ვიკერავ პირს, ასე გამოვხატავ პროტესტს. იქნებ ამან მიიქციოს ხელისუფლების ყურადღება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქმე არ მაქვს, მათთან საუბარს აზრი არ აქვს. მოვითხოვ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოაგზავნოს წარმომადგენელი სენაკში, დაინტერესდეს, რა არის ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა. დაინტერესდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან კომპეტენტური პირი ან სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან კომპეტენტური პირი“, - განაცხადა ბესიკ წულეისკირმა. ის ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს და პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება.

 

ბესიკ წულეისკირთან ერთად ყოფილი საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარავში იმყოფება კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი აპოლონ გარუჩავა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროტესტს ჯერჯერობით ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. გარუჩავამ აღნიშნა, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ პოლიციელები, სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. აპოლონ გარუჩავას ინფორმაციით, ბესიკ წულეისკირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის აგრძელებს პროტესტს.

 

აპოლონ გარუჩავას სიტყვებით, სენაკში საავადმყოფო წლების წინ დაიხურა და ერთი კერძო კლინიკა, რომელიც ქალაქში ფუნქციონირებს, მოქალაქეთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს - მათ სამედიცინო სერვისების მისაღებად ქუთაისსა და ზუგდიდში უწევთ გამგზავრება, რაც დამატებით დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქტივისტის განცხადებით, ეს არის არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ სენაკის მცხოვრებლების მოთხოვნა, რასაც 2-წლიანი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.


 

„ხალხის ნება უნდა აღსრულდეს და უნდა აღდგეს საავადმყოფო, რომელიც ემსახურებოდა მოქალაქეებს. შენობა უკვე გატანილია აუქციონზე და თუ გაიყიდება, ჩვენი მოთხოვნაა, მფლობელმა ისევ საავადმყოფო აღადგინოს. ჯერჯერობით ასეთი პირობა აუქციონის მოთხოვნებში არ დევს“, - განმარტავს გარუჩავა. გარდა საავადმყოფოსი, აქტივისტები სენაკში კინოთეატრის აღდგენასაც ითხოვენ.

 

სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

სენაკის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს პრობლემები 2009 წლიდან შეექმნა, როცა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება სახელფასო დავალიანების გამო დატოვა. საავადმყოფო 2014 წელს დაიხურა. ფინანსურის გარდა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და საჭირო აპარატურის უქონლობაზე საუბრობდნენ.



radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up