მეამას ცივი ყავის ახალი კაფსულები - შექმნილი სპეციალურად ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

მეამას ცივი ყავის ახალი კაფსულები - შექმნილი სპეციალურად ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

access_time2022-07-25 11:50:30

ცივი ყავის მოყვარულებისთვის მეამამ ამერიკულ და ევროპულ ფორმატში ყავის ახალი,  სეზონური კაფსულები შექმნა.

 

ცივი კლასიკი და ცივი ინტენსიური | ორი განსხვავებული გემო, სიძლიერე და მოხალვის ინტენსივობა მეამას ტექნოლოგებმა სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის შექმნეს. ორივე სახეობის კაფსულა ცივი ყავის სხვადასხვა სასმელებისა და კოქტეილების მომზადებისას, არომატული შენარევების მიუხედავად, არ კარგავს გემოვნურ თვისებებს და ინარჩუნებს უნიკალურობას.

 

ცივი კლასიკი საშუალოდ მოხალული მარცვლებისგან იქმნება და ჰაეროვან, განმეორებად გემოს ქმნის. ორგანული და ნატურალური არაბიკას მარცვლებისგან შექმნილი ყავის ეს ახალი კაფსულა დახვეწილი, რბილი და მოტკბო ტონებით გამოირჩევა.

 

ცივი ინტენსიური საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც უპირატესობას მუქად მოხალულ, ძლიერ გემოს ანიჭებს. ცივი ყავის ეს ახალი კაფსულა არაბიკასა და რობუსტას მწვანე მარცვლების ნაზავით განმეორებად და ინტენსიურ გემოს ქმნის.

 

მეამას ყავის ტექნოლოგების განმარტებით  - “ცივი ყავის კაფსულების შექმნის წინაპირობა  ზაფხულისთვის ყველა კაფსულისგან გამორჩეული, ახალი გემოების დამატება იყო, რომელიც ყინულთან ერთად შეინარჩუნებდა გემოვნურ თვისებებს და არ დაკარგავდა მეამას ყავისთვის დამახასიათებელ ინტენსიურობას და განსხვავებულ გემოს.


 

მეამა ის ბრენდია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ყოველთვის ქმნის ახალ და განსხვავებულ, არომატულ გამოცდილებებს. ზაფხულშიც ცივი ყავის სასმელების მოთხოვნას მეამამ ამ საინტერესო გადაწყვეტილებით  უპასუხა.

 

ახალი ცივი ყავის კაფსულები სეზონურია და მათი შეძენა მეამას ბრენდულ სივრცეებში, ონლაინ მაღაზიასა და ცხელი ხაზის საშუალებით არის შესაძლებელი.




(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up