მებაღეობის სასწავლო  და სადემონსტრაციო ცენტრი დაფუძნდა

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი დაფუძნდა

access_time2022-03-28 13:50:00

უცხოურმა და ქართულმა 18 კომპანიამ ხელი მოაწერა წევრობის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც კომპანიები ახლად დაფუძნებული ა(ა)იპ მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის წევრები გახდნენ.

ცენტრის დაფუძნებით, შპს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის I ფაზის იმპლემენტაცია დაიწყო.


ცენტრის დაფუძნების აღსანიშნავ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი დაესწრნენ.


„მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის მმართველობასა და ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები, ბიზნესსექტორი და ფერმერები. ცენტრი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამ წელიწადში სახელმწიფო სრულად გადასცემს მის მართვას ორგანიზაციის წევრებს. ეს არის სიახლე საქართველოსთვის, ეს არის ევროპული მოდელის დანერგვა ასეთი ტიპის ორგანიზაციების მართვაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.


მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის მშენებლობა ბაღდათში, 2022 წელს დაიწყება. სასწავლო ცენტრი და სადემონსტრაციო სათბურები 3 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მოეწყობა, სადაც დაინტერესებული პირები პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლიან. მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრში, ადგილობრივი ფერმერები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლის შედეგი საშუალო წლიური წარმოების გაორმაგება და სეზონური წარმოების გახანგრძლივება იქნება.


ახალი სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრი არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც წევრობაზეა დაფუძნებული და აერთიანებს უცხოურ და ქართულ აგროპროდუქტების და სასათბურე ტექნოლოგიების, სერვისების და სწავლების მიმწოდებელ კომპანიებს. ცენტრის მთავარი ბენეფიციარები იმერეთის რეგიონის მესათბურე ფერმერები არიან.



„შპს „იმერეთის აგროზონის“ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ არ იქნება მხოლოდ სასწავლო ცენტრი, ეს არის პლატფორმა, სადაც ფერმერები ყველა საჭიროებასა და მოთხოვნაზე შესაბამის ბიზნესშეთავაზებას მიიღებს. ეს არის მოთხოვნის და მიწოდების ადგილი. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის მაქსიმალურად გამარტივებას“, - აღნიშნა შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ.


„ეს არის უდაოდ უპრეცედენტო პროექტი საქართველოსთვის და ძალიან სასიხარულოა, რომ იმერეთში ხორციელდება. ჩვენ, დაახლოებით, ხუთი ათასამდე სასათბურე მეურნეობა გვაქვს, რომლებმაც შეიძლება გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, გაზარდონ თავიანთი შემოსავლები. ამ ახალი სასწავლო ცენტრის ბაზაზე, ისინი მიიღებენ ცოდნას, რომელიც მისცემს საშუალებას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოიყვანონ მოსავალი და გაიტანონ ექსპორტზე ნებისმიერ ქვეყანაში”, - განაცხადა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.


აღსანიშნავია, რომ „იმერეთის აგროზონამ“, გასულ წელს, სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობის განაცხადზე 10 სხვადასხვა ქვეყნიდან 28 წინადადება მიიღო.


სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, შემგროვებელი ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, ასევე, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას და განვითარებას.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up