რეკეტი რუსთავთან - მეცხვარეთა ასოციაცია ცხვრის გადასარეკი ტრასის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

რეკეტი რუსთავთან - მეცხვარეთა ასოციაცია ცხვრის გადასარეკი ტრასის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

access_time2022-11-07 19:34:54

მეცხვარეთა ასოციაცია ხელისუფლებას ცხვრის გადასარეკი ტრასის პრობლემის მოგვარებას კიდევ ერთხელ სთხოვს. როგორც მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს რაც ხდება ამ 1 კვირის განმავლობაში რუსთავთან უბრალოდ სირცხვილია.


„და სირცხვილი ისაა რომ 2010 წლიდან მოყოლებული დგას პრობლემა. როცა ცხვრის ტრასის რეგისტრაცია დავიწყეთ 2010 წელს, 2011 წელს მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით შეიცვალა ტრასამ მიმართულება და როგორც დღევანდელი ავტობანის ქვეშ გადავკვეთავთ გზას უნდა ავიდეთ პირდაპირ “რუსთავის ჯვართან” და ისე გადავიდეთ იალღუჯაზე, რადგან ძველი ტრასა უშლიდა დღევანდელი ავტობაზრობის მოწყობას და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურას, ჩვენც დავყაბულდით, მიუხედავად იმისა რომ გზა გავირთულეთ, 200 ჰექტრამდე დასასვენებელი მოედანი დავკარგეთ და ასევე დავკარგეთ დასაწყურებელი, რომელიც იქ გზაზე გხვდებოდა!!!


მაშინვე ვითხოვდით რომ აი ამ ახალ გზაზე რომ გაგვიშვით, იქნება და მიწის ნაკვეთები რაც არის დაელაპარაკეთ ამ ხალხს და მოვუნაცვლოთ თქო, იმ 200 ჰექტრიდან თუნდაც. და პრობლემა არ იქნებოდა! ახლა კი დადგა პრობლემა! გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და არ გვატარებენ, მეტიც ითხოვენ ცხვრებით გადახდას, იქვეა “ლურჯი” მარშუტკით ვაჭრები, რომლებსაც შესვავენ ამ ”ანაბრებულ” ცხვარს მეცხვარეებიდან და ჰყიდიან…


კერძო მიწაა, კერძო საკუთრებაა და მართალია, მაგრამ კითხვა მაქვს, ეს ხომ რეკეტია? როცა შენ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევი (გატარებაში ითხოვ თანხას, ცხვარს) და ამისთვის არანაირ ფისკალურ დოკუმენტს (ჩეკი, ჩგდ, ჩარიცხვა) არ ქმნი!



თანაც სამწუხაროდ მადა ძალიან დიდი აქვთ, 2-დან 5 ცხვირამდე ფარაზე!!! 350 მეტრის გავლაში!!! უბრალოდ გავლაში!!!


შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ ხვალვე მივმართოთ საქართველოს მთავრობას გავაკეთეთ წერილიც და გვაქვს ხელმოწერებიც, იმ ფერმერების ვინც დღეს იქ ადგილზე შეეჩეხნენ ამ პრობლემას, თუმცა ყველა ის ფერმერი ვისაც გადაახდევინეს თუ სხვა მხრივ შეფერხება შეუქმნეს ყველა მზად არის უახლოეს დღეებში ჩამოვიდეთ თბილისი და გავაპროტესტოთ ჩვენი უფლებების ხელყოფა!


აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად ქვემო ქართლის გუბერნატორს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ აგვერიდებინა თავი ამ გზის გადამკეტავებისთვის და მოიპოვა უფლება რათა რუსთავის ავტოდრომით გვესარგებლა, საუბარია ერთი პატარა ღობის იქიდან!


მოვუწოდებ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს სასწრაფო წესით დაგვეხმარეთ, წელს ძალიან ცუდი წელია, უბალახობაა და ჯერ მეცხვარეების ნაწილი კიდევ მთაშია, ან ახალი დაძრულია, რათა ბარის საძოვრებს მომფრთხილებოდნენ და ძირითადი მასა ახლა გამოივლის, დღეში დაახლოებით 20-30 ფარა და თავისი მსხვილფეხა საქონლით… გთხოვთ ამჯერად მაინც არ გადავდოთ მთლიანად პირუტყვის გადასარეკი ტრასის მოგვარების საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ ბოლოში, ვიცოდეთ ვისი რა არის და იყოს ადვილად გარჩევაში დემარკაციით გამიჯნული“, წერს სოციალურ ქსელში ბექა გონაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up