იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტოკიოში ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნული ზომა გაზრდის იმის ალბათობას, რომ ოლიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 13 მაისის შემდეგ, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა 12 ივლისს ამოქმედდება და 22 აგვისტოს დასრულდება.
2 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, სეიკო ჰაშიმოტომ განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე გულშემატკივრების დაშვების აკრძალვა კვლავ შესაძლებელია.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყება 23 ივლისს იგეგმება.
imedinews.ge