ამერიკის კონგრესის პარტიათა წარმომადგენლები დღევანდელ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ გაითვალისწინონ შემდგომი 2023 საფინანსო წლის ბიუჯეტში, დაახლოებით, 12 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
სააგენტოს წყროს ინფორმაციით, კონგრესის წევრები შეთანხმდნენ ასევე, დაფინანსება გამოყონ ავღანეთიდან დევნილების დასაფინანსებლად.
კონგრესს პარასკევის შუაღამემდე აქვთ ვადა ახალი ბიუჯეტის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში „შათდაუნი“ გამოცხადდება, როდესაც მუშაობას წყვეტენ სახელმწიფო დაწესებულებები მანამდე, ვიდრე კანონმდებლები მომავალი წლის ბიუჯეტს არ მიღებენ.
ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის 11.7 მილიარდი დოლარი გამოყოს საგანგებო დახმარების სახით.