უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე იქნება გადაჭიმული.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუ საქართველოს რომელი რეგიონიდან დაიწყებოდა ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება.
ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყანა ახლახან შეთანხმდა კიდევ ერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების განზრახვაზე. იგეგმება ჩრდილოეთ-ბალტიისპირეთის წყალბადის დერეფნის მშენებლობა გერმანიიდან - ფინეთში.