ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი NOS-ი ავრცელებს.
11 ნოემბერს, პანდემიის საკითხზე საკონსულტაციო ჯგუფმა ნიდერლანდების მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესების რეკომენდაციით მიმართა.
საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის თანახმად, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივი ლოკდაუნის შემდეგ, საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა იმ ადამიანებით უნდა შემოიფარგლოს, რომლებიც სრულად აცრილნი არიან ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდნენ.
პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კაბინეტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი ზომების შესახებ. როგორც წესი, ნიდერლანდების მთავრობა ხშირად ასრულებს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს.
შესაძლო ზომები ისეთ ნაბიჯებს მოიცავს, როგორიცაა ბარების, რესტორნებისა და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების 19:00 საათამდე მუშაობა. გარდა ამისა, ხალხს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეეცადონ სახლიდან იმუშაონ, ხოლო უახლოეს კვირებში მაყურებელი სპორტულ ღონისძიებებზე არ დაიშვება. აღსანიშნავია, რომ სკოლები, თეატრები და კინოთეატრები ღია რჩება.
2 ნოემბერს, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ნიდერლანდებში შეზღუდვები დაწესდა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფიცირების ბოლოდროინდელი ზრდის შენელების მიზნით, კვლავ საჭირო გახდება პირბადის ტარება.
imedinews.ge