მედიაში კრიპტობირჟა Binance-ი $200-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

მედიაში კრიპტობირჟა Binance-ი $200-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

access_time2022-02-12 11:00:42

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი ამერიკულ მედიაჰოლდინგ Forbes-ში $200მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

თავად Forbes-ი ე.წ. SPAC-ის გზით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს. გასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე $400 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გაიტანდა. თუმცა, დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ $400 მილიონიდან Binance-ი $200 მილიონის ღირებულების წილს შეიძენს.

საფონდო ბირჟაზე გასვლა 2022 წლის პირველ კვარტალში არის დაგეგმილი. ბირჟაზე კომპანიის აქციები FRBS-ის სტიკერით ივაჭრება.

გარიგების შედეგად, Binance-ის კომუნიკაციების დირექტორი პატრიკ ჰილმანი, ასევე ვენჩურული ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი ბილ ჩინი Forbes-ის დირექტორთა საბჭოს წევრები გახდებიან.

მხარეებს შორის ნასყიდობის გარიგება მარტში დაიხურება.

ინვესტიცია Binance-ის მფლობელი ჰოლდინგის, Binance Holding Ltd-ის სახელით განხორციელდა. მსგავსი სიახლეების მომსწრენი ყოველდღე არ ვხდებით. განსაკუთრებით კი ისეთი სიახლეებისა, როცა ყველაზე ახალგაზრდა ტექინდუსტრიაში – კრიპტოვალუტებში ოპერირებადმა კომპანიამ 100-წლოვან ჟურნალში ინვესტირება გადაწყვიტა.

ახალმა ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ვერ ხვდება, თუ რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან კრიპტოინდუსტრია და ახალი ამბები. ეს განცვიფრება ბუნებრივიცაა. ბლოკჩეინტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს ინტეგრირებას. და ჩვენც ყოველდღე ვრწმუნდებით იმაში, რომ ინდუსტრია სულ მალე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. თუმცა, უფრო კონკრეტულად რა ინტერესები აქვს Binance-ს Forbes-ში,  ამის შესახებ ამ სტატიაში მოგიყვებით.


ალბათ ერთი წლის წინ Forbes-ის სამეთვალყურეო საბჭო ვერ წარმოიდგენდა, თუ მათ რიგებს 2022 წლიდან Binance-ის წარმომადგენლებიც შეუერთდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც ყველა ტრანზაქცია დაიხურება, Forbes-ის საბჭოს Binance-ის კომუნიკაციების მთავარი ხელმძღვანელი, პატრიკ ჰილმანი და Binance-ის ვენჩურული კაპიტალის ფრთის, Binance Labs-ის ხელმძღვანელი ბილ ჩინი შეუერთდებიან.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს Forbes-მა აქციების საჯაროდ განთავსებაც გადაწყვიტა. პროცედურული დეტალების მოგვარების შემდეგ კი Forbes-ის აქციებით ვაჭრობა 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იქნება შესაძლებელი. თავადაც ხედავთ, რომ Forbes-ი ბოლო დროს სტანდარტული ჟურნალის პორტფოლიოდან ძლიერ ბიზნესგაერთიანებად გადაქცევას ცდილობს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის მოტანა, არამედ ბიზნესგანვითარებაც იქნება.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ Forbes-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაც, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს Binance-თან, სწორედ მომავალ გეგმებს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომაც გააკეთა. CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩჟაომ აღნიშნა, რომ Forbes-ის სარედაქციო პოლიტიკა კვლავ დამოუკიდებლად განაგრძობს ოპერირებას. როგორც ჩანს, ჩანპენ ჩჟაომ აღნიშნული განცხადება გავრცელებული ჭორების გასაფანტად გააკეთა, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, Forbes-ი მომავლიდან კრიპტოინდუსტრიის მიმართ მეტად ლოიალური გახდეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებებმა საკითხთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მან CNBC-სისთვის მიცემულ ინტერვიუში Forbes-ის სამომავლო განვითარებაში Binance-ისა და მისი გუნდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩჟაოს განმარტებით, Binance-ი ორგანიზაციას საკუთარი კრიპტო- და ბლოკჩეინსტრატეგიების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დაეხმარება. კონკრეტულად კი NFT-ების უკვე სიღრმისეულად კვლევაში, ReadtoEarn-სპეციფიკის (წაიკითხე რათა გამოიმუშაო)  შემოღებასა და ჟურნალის გამოწერის საფასურის Bitcoin-ით გადახდის დაშვებაში.

Binance-ის ინვესტიციის თაობაზე კომენტარი Forbes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ ფედერლიმაც გააკეთა. „Forbes-ი უკვე გახლავთ რესურსი ციფრული აქტივების სამყაროში დაინტერესებული ადამიანებისათვის. Binance-ის ინვესტიციის შემდეგ კი ჩვენ დამატებით გვექნება მსოფლიოს წამყვანი კრიპტოსავაჭრო პლატფორმის გამოცდილება, ქსელი და რესურსებიც“, – აღნიშნა მან.

ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, თუ რა მარტივად და ეფექტიანად შეიძლება განხორციელდეს Web3-ის ტრადიციულ ბიზნესში ინტეგრაცია. Forbes-ი კი, დარწმუნებული ვარ, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება.



წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up