მედიაკომპანიამ Thomson Reuters-მა 100 მილიონი დოლარის ვენჩურული ფონდი შექმნა - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მომდევნო წლების განმავლობაში კომპანია აპირებს 2-დან 10 მილიონამდე დოლარის ინვესტიციების ჩადებას ადრეულ სტადიაზე მყოფ პროექტებში, რომლებიც საქმიანობენ კონსალტინგისა და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით.
პირველ რიგში, ფონდი ყურადღებას დაუთმობს ისეთი სტარტაპების მხარდაჭერას, რომლებიც კლიენტების მომსახურებისთვის და ბიზნეს-პროცესების ავტომატურად წარმართვისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას იყენებენ.
Thomson Reuters Ventures ფონდის შექმნის იდეა ეკუთვნის კომპანიის გენერალურ დირექტორს სტივ ჰასკერს. ის აპირებს მედიაკომპანიის გადაკეთებას „კონტენტ-ორინტირებულ ტექნოლოგიურ ბიზნესად“ - აღნიშნავენ გამოცემაში.
ჰასკერი აღნიშნულ კომპანიას სათავეში 2020 წლის თებერვლიდან უდგას, მანამდე ის მუშაობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდში TPG Capital-ში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე. უფრო ადრე ჰასკერი მარტავდა სააგენტოს CAA Global, ეკავა პრეზიდენტისა და ოპერაციული დირექტორის პოსტები კვლევით კომპანიაში Nielsen, ასევე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში PwC და McKinsey.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი