გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2A6 ტანკების მინიმუმ ერთი შენაერთის გადაცემაზე, რაც ნატოს სტანდარტებით ტექნიკის 14 ერთეულს შეადგენს.
ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული. ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.