გერმანიის ხელისუფლება თავისი არსენალიდან უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა ებერარდ ცორნმა განაცხადა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნატო-ს საჭიროებათა საკმაოდ ვრცელი სია მიაწოდა, რომელთა შორის არის: მედიკამენტები, საბრძოლო მასალა და სატრანსპორტო საშუალებები.
„ვნახოთ კიდევ რის მიწოდებას შევძლებთ უკრაინისთვის. ყველა დასავლელი პარტნიორი აწვდის მას იარაღს, ტექნიკასა და საბრძოლო მასალას. ერთად ეს საკმაოდ ბევრია. თუ მიზანს საზენიტო იარაღის ნახევარი მაინც მიაღწევს, ამან შეიძლება შეცვალოს მოცემულობა“, - განაცხადა ებერარდ ცორნმა.
მისი თქმით, გერმანიას ასევე შეუძლია დამატებითი სამხედრო ძალა გადაიყვანოს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, საუბარია დაახლოებით 150 -200 საზღვაო ქვეითზე.
ipn.ge