რუსეთი შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო “მარცვლეულის შეთანხმებაში” მონაწილეობას წყვეტს,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.
რუსეთის თავდაცვის უწყების თქმით, შავი ზღვის ფლოტის გემებზე “თავდასხმაში” ჩართული იყო ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი და შვიდი საზღვაო უპილოტო აპარატი. ამავდროულად, უწყება აღნიშნავდა, რომ “თავდასხმის” შედეგად “უმნიშვნელო დაზიანებები” მხოლოდ ნაღმოსანმა ხომალდმა “ივან გოლუბეცმა” მიიღო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ტერორისტულ თავდასხმაში მოყოლილი შავი ზღვის ფლოტის გემები “მარცვლეულის შეთანხმების” უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართული”.
Ipn.ge