რუსეთის 21 ქალაქში ომის წინააღმდეგ აქციებზე 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი მონიტორინგის ჯგუფ OVD-Info-ზე დაყრდნობით წერს.
ადგილობრივი მედიის წყაროებზე დაყრდნობით, მხოლოდ ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
როგორც ცნობილია, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დემონსტრანტებს აქციების გამართვა რუსეთის ქალაქების მთავარ მოედნებზე, 15:00 საათზე მოუწოდა.
OVD-Info ამბობს, რომ რუსეთში სულ მცირე 8 000 მომიტინგე დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"