მედმატიანე -  არდის და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ეროვნული პროექტი

მედმატიანე - არდის და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ეროვნული პროექტი

access_time2020-03-18 16:30:30

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოცხადებული პანდემიის ფონზე, როცა თითქმის ყველა ღონისძიება გაუქმებულია და მრავალი პროექტი - გაურკვეველი ვადით გადადებული, შეიძლება ერთგვარ სიმბოლოდაც ჩაითვალოს არდის და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეს ისტორიული მნიშვნელობის წამოწყება, რომლის ათვლის წერტილი სწორედ დღევანდელი მსოფლიოს მაჯისცემას ემთხვევა.



პროექტი “მედმატიანე” წინა საუკუნეების გამოჩენილი სამედიცინო მოღვაწეების ნაცნობი თუ უცნობი ფოტოების გაციფრულებას გულისხმობს. პროექტის მემორანდუმის ხელმოწერა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ დარბაზში ჩატარდა. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, არხალხმრავალ გარემოში და უსაფრთხოების პროტოკოლის სრული დაცვით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და არდის აღმასრულებელმა დირექტორმა - მიხეილ ჯაფარიძემ მოაწერეს.


“დღეს, როცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ექიმების გამხნევება დედამიწის ყველა კუთხეში, ჩვენ განვიზრახეთ ქართველი ექიმების ფასდაუდებელი შრომა კიდევ უფრო შეუფასებელი გავხადოთ და გადავცეთ მათ გამამხნევებელი მესიჯი, წინა საუკუნეების ცნობილი ექიმების ფოტოებისა და მათი უნიკალური ისტორიების ციფრულ სამყაროში გადმოტანით. თითქმის მივიწყებას მიცემული, ძველებურ ალბომებში ჩაკარგული შავ-თეთრი გამოსახულებები დაიბრუნებენ ახალ სიცოცხლეს, ალტერნატიული ინტერნეტსივრცე ხომ უსასრულო ინფორმაციას იტევს და გაცილებით ფერადია, ვიდრე წარსული” - ამბობს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი“ - გიორგი კეკელიძე.



პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია “არდი” მთელი საქართველოს მასშტაბით მოიძიებს საზოგადოების სხვადასხვა თაობებში გაფანტულ, გასული საუკუნის ცნობილი ექიმების ფოტოებს მათი შთამომავლების საოჯახო ალბომებში, მოახდენს მათ შეფასებას, დახარისხებას და უკვე ფინალურ ეტაპზე - მათ გაციფრულებას. გაციფრულება ეს უახლესი ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც მხოლოდ სპეციალური დანადგარების მეშვეობით არის შესაძლებელი. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე დაუგროვდა ამის უდიდესი გამოცდილება ციფრული ფოტომატიანეს შექმნით, სადაც დღეისთვის უკვე  ნახევარ მილიონამდე ფოტოა შეტანილი.


“ცნობილი ქართველი ექიმების ფოტოების გაციფრულებასთან ერთად, ეს პროექტი ასევე გულისხმობს საზოგადოებისთვის უცნობი ექიმების გამოვლენას, თავისი უნიკალური ისტორიებით, რომელიც დღეს მხოლოდ მათი შთამომავლების ვიწრო წრისთვის შეიძლება იყოს შემონახული. ზოგჯერ ერთი ასეთი ისტორია, ან სულაც ფოტო - ერთი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ექიმების ეს ციფრული ფოტომატიანე, იქნება ციტადელი თანამედროვე და მომავალი თაობის ექიმებისთვის, ნიშნად იმისა, რომ მათი საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი პროფესია, არამედ ის, რასაც ისტორია არასოდეს წირავს და საგულდაგულოდ ინახავს.” - აცხადებს სადაზღვევო კომპანია არდის პროექტის კოორდინატორი, ექიმი, თამარ გოდერიძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up