რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, 2023 წელს გერმანიასა და საფრანგეთს შორის კონფლიქტს, ხოლო აშშ-ში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს.
„აშშ-ში სამოქალაქო ომი დაიწყება, შედეგად ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანებას. ილონ მასკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ შტატებში, რომლებიც, ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების იქნება“, - წერს მედვედევი Twitter-ზე.
2023 წელს მედვედევმა ასევე იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება, რაც თავის მხრივ, საბოლოოდ დაშლის ალიანსს.
„პოლონეთი და უნგრეთი დაიკავებენ უკრაინის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ რეგიონებს. შეიქმნება მეოთხე რაიხი, რომელიც მოიცავს გერმანიის ტერიტორიას და მის სატელიტებს, ანუ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, კიევის რესპუბლიკას და სხვებს.
ყველა დიდი ფინანსური ინსტიტუტი კი აშშ-სა და დასავლეთს დატოვებს და აზიაში გადაინაცვლებს“, - წერს მედვედევი.