ვლადიმირ პუტინის პატიმრობის ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ეხმაურება.
მედვედევი „ტვიტერზე“ წერს, რომ არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად არის ეს დოკუმენტი გამოსაყენებელი და ტუალეტის ქაღალდზე მიანიშნებს.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად უნდა იქნას გამოყენებული ეს დოკუმენტი, - წერს მედვედევი ტვიტერზე.