მეფე ჩარლზს დედოფლის 750 მილიონიან ქონებაზე სამკვიდროს გადახდა არ მოუწევს

მეფე ჩარლზს დედოფლის 750 მილიონიან ქონებაზე სამკვიდროს გადახდა არ მოუწევს

access_time2022-09-12 10:30:31

მეფე ჩარლზ III დედოფლისგან მემკვიდრეობით მიღებულ ლანკასტერის საჰერცოგოს მამულზე მემკვიდრეობის გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს, რადგან აქტივები ერთი სუვერენიდან მეორეზე გადადის. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  business insider ავრცელებს. გამოცემის ცნობით ჩარლზმა მემკვიდრეობით მიიღო მონარქის მთავარი შემოსავლის წყარო, ხოლო მისმა უფროსმა ვაჟმა პრინცმა უილიამმა კორნუოლის საჰერცოგო, რომელიც 1 მილიარდი დოლარად არის  შეფასებული. 



ახალი მეფე თავიდან აიცილებს მემკვიდრეობის გადასახადს 750 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაზე, იმიტომ რომ 1992 წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მიიღო წესი, რომელიც იცავს სამეფო ოჯახის აქტივებს განადგურებისგან იმ შემთხვევაში  თუ ორი მონარქი მოკლე დროში მოკვდება.



ეს დებულება პირველად 2002 წელს განხორციელდა, მაშინ როდესაც დედა დედოფალმა ელიზაბეტ II - ს დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ქონება გადასცა, მათ შორის იყო ფაბერჟეს კვერცხების კოლექცია. პუნქტში ჩაიწერა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს არ უწევდათ 40% -იანი გადასახადი 325 000 ფუნტის ქონებაზე. აღნიშნულმა  ქონებამ, შარშან 24 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. 1702 წელს მიღებული კანონი მონარქს აქტივების გაყიდვას უკრძალავს. 



1993 წელს დედოფალმა სამკვიდროზე მოგების გადასახადის ნებაყოფლობით გადახდა დააწესა, სწორედ ამ ნაბიჯს მიყვება ჩარლზიც.



ლანკასტერის საჰერცოგოს ქონება, რომელიც მე -13 საუკუნიდან მოდის მისი ვებგვერდის მიხედვით, შედგება კომერციული, სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი ობიექტებისგან, მათ შორის ფინანსური ინვესტიციების პორტფელისაგან. ის ასევე მოიცავს18000 ჰექტარ მიწას ინგლისსა და უელსში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up