გაყიდვები განახევრებულია - დატოვებს თუ არა ბაზარს „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“

გაყიდვები განახევრებულია - დატოვებს თუ არა ბაზარს „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“

access_time2020-11-11 12:20:54

შემცირებული მომხმარებლები, განახევრებული გაყიდვები, გაუფასურებული ლარი და წერტილოვანი შეზღუდვები. რთული ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღე რთულდება. კომპანიების ნაწილი უკვე გაკოტრდნენ ხოლო ნაწილმა ბაზარი საქართველოს ბაზარი დატოვა. „კომერსანტი“ დაინტერესდა კოვიდ 19 -ის პირობებში როგორ აგრძელებენ ოპერირებას ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“. ამ ოთხ ბრენდის ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი საქართველოში „მეგასპორტია“. კომპანიის დირექტორის მოადგილე ბიჭიკო ყელბერაშვილი აცხადებს, რომ „მეგასპორტს“ რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მისი თქმით, კომპანიის გაყიდვები განახევრებულია, მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურება და კოვიდ 19-ია. ყელბერაშვილი გვიყვება, რომ ჯერჯერობით კომპანიას მაღაზიებისა და თანამშრომლების მხრივ შემცირება არ აქვს.

 

 

„ლარის კურსის გაუფასურების და ვირუსის გამო, კომპანიაში რთული ვითარებაა შექმნილი. გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, ფაქტობრივად განახევრებულია, მომხმარებელიც მაღაზიებში ნაკლებად დადის. თუ აქამდე 130 ევრო 400 ლარი იყო ახლა ეს თანხა ძალიან დიდია, სხვაობა ლარში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართველ მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის ყიდვა უჭირს, ხარჯი გაეზარდათ, შემოსავლები კი იგივე დარჩათ. მარტში გაყიდვები 30 პროცენტით დავარდა, ახლა კი ეს რიცხვი 50 პროცენტამდე გაიზარდა.  კომპანიის ძირითადი ნიშა სამთო სათხილამურო პროდუქცია, აქედან გამომდინარე დიდწილად ტურიზმზე ვიყავით დამოკიდებულები, დღეს კი ქვეყნაში ტურისტები არ არიან. არ ვიცით როგორი ზამთარი იქნება, იქნება თუ არა საერთოდ ტურისტული სეზონი. სეზონის მიხედვით ველოდებით, როგორ განვითარდება  მოვლენები“, - განაცხადა ბიჭიკო ყელბერაშვილმა.

 

 

„მეგასპორტის“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ზიანის აღმოფხვრას, რომელიც კომპანიას კორონავირუსით და ლარის კურსის გაუფასურებით მიადგა მინიმუმ ორი წელი დასჭირდება. ბიჭიკო ყელბერაშვილი ამბობს, რომ კონტრაქტების გადახედვა საერთაშორისო ბრენდებთან ჯერჯერობით არ განიხილება, თუმცა ამბობს იმასაც, რომ სიტუაცია რთულია:

 

 

„დაგეგმილი არ არის არც ერთი საერთაშორისო ბრენდის გასვლა, თუ მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გართულდა. ბრენდებთან კონტრაქტებს კბილებით ვიჭერთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. მაქსიმალურად გიწყობენ ხელს, მაგრამ კონტრაქტებში არის გარკვეული პირობები რომელიც უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდის პირობები იცვლება. წლებია ამ საქმიანობას ვეწევით, ვცდილობთ გავიზარდოთ, სხვა ბრენდები იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დაგეგმილი გვქონდა ახალი ბრენდების შემოყვანა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველანაირი მოლაპარაკება შეჩერებულია“, - განმარტავს ბიჭიკო ყელბერაშვილი.


 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბიჭიკო ყელბერაშვილი, ამახვილებს ყურადღებას ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. „მეგასპორტის“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მასშტაბური მიტინგები სავაჭრო მოლების სიახლოვეს გაყიდვებს ანულებს.

 

 

„გარეთ მიმდინარე პროცესები მომხმარებელზეც აისახება. სამი მაღაზია გვაქვს გალერია თბილისში, არ ვიცი რამდენად გააგრძელებს ეს მოლი ფუნქციონირებას, როდესაც გარეთ ამდენი ხალხი იქნება. ადრე როდესაც მსგავსი შემთხვევები იყო გაყიდვები ნულს უტოლდებოდა“, - ამბობს ბიჭიკო ყელბერაშვილი.

 

 

 „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“ ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი კომპანიისთვის ახლა ყველაზე რთული იმპორტის დღგ-ს წინასწარ გადახდაა. კომპანიაში იმედი აქვთ რომ სახელმწიფო ქვეყნაში შექმნილ რთულ მდგომარეობას გაითვალისწინებს და ბიზნეს საშეღავათო პერიოდს დაუწესებს.

 

 

„თუ იმპორტის დღგ წინასწარ არ გადაგვახდევინა სახელმწიფომ ეს იქნება იდეალური. ძალიან რთულია ფულის წინასწარ გადახდა, რადგან იმ ფულსაც კი რთულად ვაგროვებთ რომელიც მომწოდებელს უნდა გადავურიცხოთ. ჩამოვა თუ არა პროდუქტი გაყიდული არ გვაქვს და საბაჟოზე თანხას ვიხდით, უმეტეს შეთხვევაში ყვითელ და წითელ დერეფანში ხვდება რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ არ გადავიხდით ტვირთს ვერ გავიტანთ. მანამდე იყო გარკვეული შეღავათები იმ კუთხით, რომ განბაჟებიდან 20 დღე გვქონდა ვადა დღგ-ს გადახდის. ეს დიდი დახმარება იქნება ბიზნესისთვის, იმედი გვაქვს რომ ამას გაითვალისწინებენ“,- განაცხადა ბიჭიკო ყელბერაშვილმა.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up