მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ გირაო შეუფარდა

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ გირაო შეუფარდა

access_time2022-12-29 18:15:26

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა.

 

პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, ადვოკატი თვლიდა, რომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ სასამართლომ ექიმს 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა - ამ თანხის გადახდისთვის მას 30 დღის ვადა აქვს.

 

სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ საქმის განხილვა სასამართლოში დასრულდა - გირაო არის აღკვეთის ღონისძიება განაჩენის გამოცხადებამდე.

 

ინასარიძეს ბრალი წაყენებული აქვს "სისხლის სამართლის კოდექსის" სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ვიოლეტა ინასარიძე იყო ადამიანი, რომელიც 2021 წლის 18 მარტს, როცა ახალგაზრდა ქალს ვაქცინაცია ჩაუტარდა, ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ მას საჭირო დახმარება მან აღმოუჩინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან არამხოლოდ მედიას, არამედ გამოძიებასაც მიაწოდა ცრუ ჩვენება და ამის გამო პასუხისგებაშიც მისცეს. სასამართლო სხდომაზე ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.


 

„შემთხვევით მოვხვდი მე მანდ [რეგისტრატურაში]. ჩემთვის არავის დაურეკავს, "მოდი, ცუდად გახდა", არავის არ უთქვამს, "მოდი შენ მიხედე".... იქ იყო ექიმი მიმაგრებული ადმინისტრაციის მიერ და მე ისიც არ ვიცოდი, რომ ის იყო უმცროსი ექიმი. როცა დამაწერინეს იქვე ის აქტი, თუ რაც იყო, ფორმა 100, მაშინ გავიგე, რომ ბექა ლიპარტელიანი იყო უმცროსი ექიმი. ჩვეულებრივად მუშაობდა რეანიმაციაში, კოვიდ პაციენტებს მკურნალობდა მშვენივრად, როგორც დანარჩენები. მე შემთხვევით გავედი, იმიტომ რომ პარკინგზე გავდიოდი და მივდიოდი კონფერენციაზე სხვა რეანიმატოლოგთან ერთად. მე რომ არ შევსულიყავი შემთხვევით, ჩემთვის არავის არ უთქვამს, ჩემი 30 წუთი მე დავამთავრე და გავედი" - თქვა ვიოლეტა ინასარიძემ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძე მან ნახა, სხეულზე მას სიწითლეები არ ჰქონდა და თავს კარგად გრძნობდა.

 

პროკურორმა ექიმს ჰკითხა, თუკი ის შემთხვევით მოხვდა იმ დროს მეგი ბაქრაძესთან, რატომ არის სამედიცინო დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერა, რაზეც ვიოლეტა ინასარიძემ თქვა, რომ მას ამ დოკუმენტებზე ხელი კოლეგებმა "ძალით მოაწერინეს."

 

„რა საჭირო იყო თქვენ მოგეწერათ ხელი და არა პირობითად ბექა ლიპარტელიანს, რომელიც ატარებდა მასთან გარკვეულ მანიპულაციებს, თქვენ რა საჭირო იყავით, თქვენი ხელმოწერა რა საჭირო იყო?" - იკითხა პროკურორმა.

 

„ჩემი ნება არ იყო, მე მართლა შოკში ვიყავი და ისეთ დღეში ვიყავი, რომ ჩემმა მენეჯერმა, მზია გაგოშვილმა და ადმინისტრაციის უფროსებმა, დავით მაისურაძემ და გიორგი ბარძიმაძემ მითხრეს, ნუ გეშინია, ჩვენც ვაწერთ ხელსო" - უთხრა სასამართლოს ვიოლეტა ინასარიძემ. მან დაადასტურა, რომ როცა დოკუმენტებზე ხელს აწერდა, არ იცოდა რა მკურნალობა ჩაუტარდა მეგი ბაქრაძეს და რა მედიკამენტები ჰქონდა მას მიღებული, თუმცა დაამატა, რომ "მერე მივიდა და გაიგო" ეს ინფორმაცია კოლეგებისგან.

 

ექთანი მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. იგი საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების მესამე დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა "იმედში" აცრა კოლეგამ. ნემსის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა და მოგვიანებით გონება დაკარგა. რამდენიმე საათის შემდეგ რეანიმობილმა იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

 

radiotavisupleba





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up