პრემიუმ კლასის ღვინის მცირე მარნები მარკეტინგულ კამპანიაში აქტიურ ჩართვას მოითხოვენ

პრემიუმ კლასის ღვინის მცირე მარნები მარკეტინგულ კამპანიაში აქტიურ ჩართვას მოითხოვენ

access_time2022-03-25 12:00:07

მცირე მარნების მფლობელები აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოფენებში ვერ მონაწილეობენ, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე გასვლა უჭირთ. პრობლემა აქვთ პრემიუმ კლასის ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა ინფორმაციითაც, დაფინანსების კომპონენტში თანამონაწილეობის ხარჯი 10 000 ევრომდეა, რის შესაძლებლობაწ სექტორს რეალურად არ აქვს. როგორც ,,ხომლის მარნის“ მფლობელი, მეღვინე  თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, ღვინის მარკეტინგში დიდძალი ფული იხარჯება და ამ დროს  ქართული ღვინოების ცნობადობა  მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ძალიან დაბალ დონეზეა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


,,ჩვენ ვითხოვთ მცირე მარნების მხარდაჭერას მარკეტინგის მიმართულებით, რაც ცნობადობის ზრდასა და რეალიზაციაში დაგვეხმარება. საერთოდ  გაუგებარია, რატომ ეძახიან ამ სეგმენტს ,,მცირე მარნებს“, რაოდენობით ხარისხი არ განისაზღვრება. სულ რამდენიმე ამ კატეგორიის მარანია საქართველოში, რომელიც ქართული ღვინის სახეს წარმოადგენს მსოფლიოში. ღვინის მარკეტინგში დიდძალი ფული იხარჯება და  მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე თითქმის არავინ გვიცნობს. ღვინის ეროვნულ სააგენტოს უცხოურ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან აქვს ხელშეკრულებები დადებული, რომლებიც მარკეტინგს აკეთებენ, თითქმის 10 წელია, ერთსა და იმავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. პრობლემაა იმ მხრივაც, რომ ღვინის აღრიცხვა ხდება გატანით, მაგრამ რა გაიყიდა და რა შემოვიდა, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი, რაც ცუდი მიდგომაა. გატანა არ ნიშნავს, რომ გაიყიდა და პოპულარული გახდა. ამერიკის, იაპონიის და ევროპული ქვეყნების ბაზრებს ვგულისხმობ. ამის მიღწევა მარკეტინგული მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ეს უნდა იყოს პრიორიტეტული. რუსეთში შესვლის სურვილი არ მაქვს და არც არასდროს მიცდია“, -  აცხადებს ,,კომერსანტთან“ თამაზ ომანაძე.


მისი თქმით, ძირითადად მსხვილი ბიზნესის მარკეტინგზე მუშაობს მთავრობა, რომელიც ინდუსტრიულ ღვინოს აწარმოებს, ხოლო პრემიუმ პროდუქტის მწარმოებლებს ელემენტარული ხელშეწყობა არ აქვთ, როცა ქართული მეღვინეობა რეალურად ამ დარგზე დგას და წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ნიშას ქვეყნის გარეთ.



,,ჩვენ არც დახმარება, არც სუბსიდირება არ გვითხოვია, პრემიუმ კლასის ღვინოს ვაწარმოებთ, რაც განსაზღვრავს ქართული მეღვინეობის უმაღლეს სტანდარტს. მთავრობის მიერ  გამოყოფილი მარკეტინგული თანხიდან უნდა  მოხდეს ჩვენი წარდგენა ღვინის პრესტიჟულ ფესტივალებზე, სადაც წარვდგებით არა თანამონაწილეობით, არამედ სრული დაფინანსებით.  ეს არის ის რესურსი, რომელიც უნდა მოხმარდეს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.  იაპონიაში ჩემი ხარჯით, თანადაფინანსებით რომ წავიდე, ერთი მარნის ღირებულება ჯდება, რაც ალოგიკურია. ყველაფერი უნდა კეთდებოდეს, რომ პოტენციურ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი დავამყაროთ. რთულ ეტაპს გავდივართ, ფაქტობრივად ბრძოლა მიდის ქართული მეღვინეობის გადასარჩენად. ქვეყნიდან  მილიონობით ბოთლი ღვინო გადის, მაგრამ კომპანიები ან ვერ ყიდიან პროდუქტს ან წინასწარ არ აქვთ თანხა გადახდილი და დაგვიანებით ურიცხავენ გაყიდული ღვინის საფასურს, განსაკუთრებით დიდ ბაზრებზეა ეს პრობლემა. ყველა მასშტაბურ გამოფენაზე ისევ მსხვილი მწარმოებლები მიდიან. ამ დროს ვიზასაც ვერ გვიკეთებს სახელმწიფო ამერიკაში, ჩვენი ინტერესები საერთოდ იგნორირებულია“, - აცხადებს თამაზ ომანაძე.


მისი თქმით, 2020 წლიდან ღვინის ექსპორტზე დიდი პრობლემა შექმნა პანდემიამ,  ახლა ფინანსურმა კრიზისმა გადაზიდვები ჩიხში შეიყვანა, უკრაინის ომი ბოლო წერტილი აღმოჩნდა.


შეგახსენებთ, რომ მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც  ქართული ღვინო გავა, გარდა დსთ-სა და საქართველოსი.


პროგრამის  მიზანია, საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, მათ შორის ახალ ბაზრებზე.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up