MELAANIAN VINTAGE: ჩაის ტურები აღფრთოვანებას იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებში

MELAANIAN VINTAGE: ჩაის ტურები აღფრთოვანებას იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებში

access_time2022-06-10 13:30:00

ეკოტურისტული მეურნეობა Melaanian Vintage 2022 წლის ტურისტულ სეზონს პირველად ხვდება სრულყოფილი სერვისებით.


როგორც კომპლექსის დამფუძნებელი თეო თაბორიძე „ბიზნესპარტნიორთნ“ ამბობს, Melaanian vintage–ში უკვე შესაძლებელია, როგორც განთავსება, ასევე ლოკალური სამზარეულოს დეგუსტაცია, მასტერკლასები, სათავგადასავლო და შემოქმედებითი ტურებით ტკბობა.


„იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის შემდეგ პირველი სეზონია მოლოდინი ცოტა პესიმისტური გვქონდა, თუმცა აპრილში უკვე გამოჩნდნენ საერთაშორისო ვიზიტოროები და ყოველი თვე უკეთესი შედეგით მთავრდება და ახლა უკვე გაათმაგებული ენთუზიაზმით და ძალით ვცდილობთ ვიყოთ გამორჩეული ემოცოების და გამოცდილების მიმცემი მასპინძელი.


ყველასათვის ცნობილია ჩვენი ეკოტურისტული მეურნეობის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი ბიო-ნატურალური ჩაი. შევქმენით კახური ჩაის პრეცენდენტი. გვაქვს ველური ვარდის კოკრების და ბარამბოს ფურცლების ჩაი. ასევე სეზონზე კიდევ ერთი უნიკლური გამოცდილება შევთავაზეთ ბაზარს, ეს არის ჩაის შეგროვების აგრო-შემოქმედებითი ტური. მაშინ, როცა ჩვენი მეგობრები ადგილობრივი მოხალისეები გვეხმარებოდნენ ნედლეულის შეგროვებაში ყველა აღნიშნავდა რამდენად საინტერესო, სასიამოვნო და დაუვიწყარია ველური ვარდის კოკრების შეგროვება. სწორედ ეს იყო ტურების შექმნის ინსპირაცია, რომელიც მოიცავს ჩაის შეგროვებას, ჩაის ცერემონიას მეურნეობაში და საკუთარი ხელით შეგროვებული ჩაის გაშრობას და თან წაღებას,“ – აღნიშავს თეო თაბორიძე.



მისივე თქმით, მიუხედავად ამ ეპატაჟური წამოწყებისა, ტური "მელაანური ჩაის გზა" შედგა, მეტიც, ერთიანად იწვევს აღფრთოვანებას, როგორც ადგილობრივებში, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებში.


„ვიზიტორების ინტენსივობამ მოლოდინს გადააჭარბა, გვყავს როგორც ადგილობრივი დამსვენებლები ასევე უცხოელი სტუმრები, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩაის ტურით დაინტერესებული ადამიანები ღამისთევითაც სარგებლობენ და დანარჩენი სერვისებითაც. ვფიქრობ, ეს სეზონი საინტერესო და შედეგიანი იქნება. რაც შეეხება სიახლეებს, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დადგა საჭიროება გავზარდოთ წარმოება და უახლოეს პერიოდში ჩვენი დღის წესრიგი სწორედ ამ კუთხითაა დატვირთული, შევაგროვოთ ნედლეული და მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად დავაკმაყოფილოთ პროდუქტზე მოთხოვნილება,“–ამბობს, Melaanian vintage–ის დამფუძნებელი.


ცნობისთვის, Melaanian vintage საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმროა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში მდებარეობს და რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.


business-partner.ge


თეგები:
MELAANIAN VINTAGE



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up