მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის - თიბისი დაზღვევის ახალი დაფარვა

მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის - თიბისი დაზღვევის ახალი დაფარვა

access_time2022-05-11 12:10:00

თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა - მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის დაამატა. სიახლე დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება.


მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც თიბისი დაზღვევამ გააჩინა. კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ახალი სტანდარტების დანერგვით, მთლიანად ცვლის სადაზღვევო ინდუსტრიას.


„პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთ გარემოში რთულია შეინარჩუნო ემოციური სტაბილურობა და განაგრძო სრულფასოვნად ცხოვრება. ჩვენ გვჯერა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატოთ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა, რითიც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე” , - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.



თიბისი დაზღვევამ ბაზარზე შესვლის დღიდან ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყო. კომპანიამ შექმნა ყველა ის პროცესი და ეკოსისტემა, რომელმაც დაზღვევა უფრო სწრაფი, მარტივი და ციფრული გახადა.


თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევა 3 წლის წინ ჩაუშვა - დღეს კი, მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს. თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის მიმართულებით თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ამერიკის საელჩო, ისრაელის საელჩო, წითელი ჯვარი, ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), სამსუნგი, კნაუფი, ალტა, მეიჯერელი და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიები.


NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up