მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი - responsible.ge-ს ახალი პროექტი

მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი - responsible.ge-ს ახალი პროექტი

access_time2021-11-01 15:45:53

● ყველაფერი პროექტის  „პასუხისმგებლობიანი თამაში“ შესახებ - responsible.ge


„მენტალ ჰაბის“ მორიგი პროექტი მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონია. მსგავსი მასშტაბის პროექტი აქამდე არ განხორციელებულა და ის ზუსტად პასუხობს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს გაზრდილი სტრესული გარემოს პირობებში.
მარათონის მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ურთიერთმხარდაჭერა, სანდო სამეცნიერო ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, ასევე სტიგმასა და სტერეოტიპებთან ბრძოლაა.


რაკი მსგავს საკითხებზე საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, დროული ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ადამიანები თავისუფლად ისაუბრებენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და მიიღებენ საჭირო დახმარებას.


1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ჩაერთოს მარათონში Facebook-ის, Instagram-ისა და Pinterest-ის პლატფორმებზე და თვალი ადევნოს მუდმივად განახლებულ ინფორმაციას.


საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მითები მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფობიები, პანიკური შეტევები, აკვიატებული აზრები, ინტროვერტებისა და ექსტროვერტების პრობლემები, ტოკსიკური გარემო და ადამიანები, სხეულის აღქმის პრობლემები, სოციალური და პოსტტრავმული შფოთვა, ტრავმასთან გამკლავების მეთოდები და ა.შ.



სოციალური პროექტის ფარგლებში Instagram-ის მომხმარებელთათვის შეიქმნა სპეციალური „სტიკერები“, რომელთა გამოყენებაც უკვე შესაძლებელია. ამისთვის საძიებო ველში სიტყვები „menthal hub“ უნდა ჩაწეროთ.



დიმიტრი ვაჩნაძე (ევროპაბეთის მარკეტინგის განყოფილების უფროსი)



„პასუხისმგებლიანი თამაშის” სახით „ევროპაბეთმა” ქართულ სათამაშო ბიზნესში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ეს არის განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მაგალითებზე შემუშავებული კონცეფცია, რომელიც უკვე ორი წელია, მნიშვნელოვანი პროექტებით ხორციელდება. მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი, რომელსაც „მენტალ ჰაბთან” ერთად ვიწყებთ, მორიგი ასეთი პროექტია. ადამიანების დიდმა აქტივობამ და ჩართულობამ დაგვარწმუნა, რომ ასეთი, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო“.


აკაკი ბურკაძე (მენტალ ჰაბის დამფუძნებელი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი)



„ეს პროექტი პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებისთვისაა მნიშვნელოვანი. აუცილებელია სოციალური სტიგმის შემცირება და დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციას. ჩემი მოლოდინია ამ საკითხებზე საუბრის დაწყება - რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა პროცესში და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის აქტუალიზება.


გამოხმაურება შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს, მაგრამ მთავარია, ამ ინფორმაციამ სამიზნე ჯგუფამდე მიაღწიოს. ვფიქრობ, ბევრი აღმოაჩენს საკუთარ თავს ან ახლობელს და მათი ინფორმირებულობის ხარისხი გაიზრდება. ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კოლეგებიც შემოგვიერთდებიან“.


Responsible.ge ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლობიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.


სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 2020 წელს, responsible.ge-ს დაფინანსებით, ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა, რომელიც ფსიქოლოგებით, ფსიქიატრებითა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან - თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებს და ჩართულნი არიან აკადემიურ საქმიანობაში. ცენტრმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up