მენტალური ჯანმრთელობის როლი ქვეყნის წარმატებაში

მენტალური ჯანმრთელობის როლი ქვეყნის წარმატებაში

access_time2023-02-20 23:00:42

 „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მენტალურ ჯანმრთელობას განსაზღვრავს როგორც  ფიზიკური და სულიერ კეთილდღეობას,  ადამიანს არ უნდა აწუხებდეს, არც ფიზიკური არც  სულიერი, არც სოციალური და არც მატერიალური პრობლემა იმისთვის, რომ ჩაითვალოს ფსიქიკურად ჯანმრთელად და მენტალური  პრობლემების  არმქონედ.“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ ექიმმა, ფსიქიატრმა და ჯანდაცვის პროექტების მენეჯერმა ლაშა კილაძემ ისაუბრა. მისი თქმით დღეს საქართველოში მოსახლეობის 6% ფსიქოზის ქვეშ არის და იღებს მკურნალობას. 


 

„მსოფლიო მონაცემებით მოცვა არის 3%-დან 6% - მდე და დაახლოებით ათჯერ მეტი ადამიანი ამ პრობლემის განვითარების ყოველდღიური რისკის წინაშე დგას. ყოველდღიური სტრესების, პანდემიური პროცესების , იმ პროცესების  ფონზე  რასაც  ჰქვია  ურბანიზაცია  სოციალური  რყევები და სხვა აბსოლუტურად  გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  რისკია  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის და კეთილდღეობის კუთხით.


 

აქ ჩვენ უნდა განვასხვაოთ ორი სხვადასხვანაირი ტვირთი,  ერთი არის პირდაპირი  ხარჯი, რასაც მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქიკური  დაავადებები იწვევენ და რაც გამოიხატება მისი მკურნალობის და სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და მეორეა არაპირდაპირი ხარჯი, რაც რამდენჯერმე უფრო მეტია განვითარებულ  ქვეყნებში და არანამკურნალევი შედეგების გამო ეკონომიკისთვის მიღებულ ზარალს უკავშირდება. როდესაც თანამშრომელს აქვს დეპრესია და ის სამსახურში არ გამოდის ეს ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება“, - აღნიშნა ლაშა კილაძემ.


 

კილაძის განმარტებით მენტალურ ჯანმრთელობას მსოფლიო უყურებს კომპლექსურად, მისივე თქმით აქ ძალიან დიდია განათლების, სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურის კომპონენტი, იმიტომ რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ინფრასტრუქტურულად და საცხოვრებლით უზრუნველყოფილები. მისივე თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების უფლებები და სამართლებრივი კომპონენტი.


 

„წარმატებული ბრძოლის სტრატეგია გადის იმაზე, რომ ამას მარტო ჯანდაცვის სამინისტრო  კი  არ უნდა  ებრძლოს , არამედ ბევრი სხვადასხვა  უწყება  უნდა იყოს ჩართული  სტრატეგიაში, რომელიც ითვალისწინებს  ქვეყნისთვის  ზიანის  შემცირებას, მენტალური  ჯანმრთელობის  გამო . ამას სჭირდება სტრატეგია, სადაც მაქსიმალურად მრავალფეროვანი სტრუქტურა იქნება ჩართული.




ჩვენთან ეს თემა მხოლოდ ჯანდაცვის მხრიდან იზოლირებულად განიხილება, ჩვენ გვაქვს რეალობა ერთის მხრივ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას ემსახურებოდა და მიმართული იყო მენტალური  ჯანმრთელობისთვის ადამიანის  უზრუნველსაყოფად გაოთხმაგდა, ბიუჯეტის და დაფინანსების ზრდა ხდება, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არ გვაქვს  კომპლექსური მიდგომა  ვართ  იმ მდგომარეობაში რაშიც ვართ“, - აღნიშნა ლაშა კილაძემ. 

 

 

კილაძის თქმით წელს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის 50 მილიონია  გამოყოფილი, ამას ემეტება  ადიქციის თემაც და საერთო ჯამში 57 დან 58 მილიონამდეა პრობლემის მიმართ გამოყოფილი, მაგრამ საჭიროა სისტემური მიდგომა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ინფორმირებულობას,  ცნობიერების  ამაღლებას და სტიგმასთან ბრძოლას  გულისხმობს.



კილაძემ ასევე  აღნიშნა, რომ ეს  ადამიანები  საზოგადოებამ არ უნდა გარიყოს, მისივე  თქმით მსოფლიოში  უდიდესი  პრობლემაა სუიციდი, 2021 წლის მონაცემების მიხედვით სუიციდით დაღუპულების  რაოდენობა უკრაინაში  რუსეთის  ომის  შედეგად  დაღუპულების რაოდენობას  საგრძნობლად  აღემატება.



„სოციალური იზოლაცია და სტიგმა არის ამის დიდი ხელშემწყობი პრობლემა, როცა ადამიანი  რჩება მარტო უზარმაზარი  რისკია  იმისა, რომ  აქ  რთული  პროცესები  წავიდეს.



მენტალური პრობლემა და სომატური პრობლემა  ერთმანეთისგან  არაფრით არ  განსხვავდება  ეს  არ  არის  გაცნობიერებული მათ  შორის ინსტიტუციურ  დონეზეც  კი,  მენტალურ  პრობლემებს სადაზღვევო  სექტორი  არ  აფინანსებს და ის ყველას  გამონაკლისში უზის. აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა მაქვს რატომ?  შტატებში  სადაზღვევო  სექტორი  იღებს  ამას თავის თავზე“, - აღნიშნა ლაშა კილაძემ.

 


რაც შეეხება  სხვადასხვა ტიპის  ადიქციას ლაშა კილაძე აღნიშნავს, რომ ეს  არის  საყოველთაო  პრობლემა და ეს  მხოლოდ  არსებული  ხელისუფლების და სახელმწიფოს  პრობლემა  არ  არის,  ეს  არის ყველა  ინსტიტუტის  და  ყველა  აქტორის  პრობლემა .



„ადიქციის  პრობლემა ყოველდღიურობას  უფრო  აქტიურია  და  ამაში  საყოველთაო კონსენსუსი  გვჭირდება, იმიტომ რომ ეს პრობლემა  კიდევ უფრო  მასშტაბურია  თავისი  დამანგრეველი  ეფექტით და  ეს  პრობლემა  არის  ის რომელიც  თითოეულ  ჩვენგანს  ეხება, ამიტომ ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ  ყველა  სფეროში, მასმედია,  არასამთავრობო  სექტორი,  სერვისი  მიმღებლები, რელიგიური  ინსტიტუციები, სახელმწიფო  ყველამ ერთად განვსაზღვროთ  რომ ეს არის  თითოეული ჩვენგანის პრობლემა“, - აღნიშნა ლაშა კილაძემ.

 

 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up