მეორადი ავტომობილების რეექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, ფასები კი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი - ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

მეორადი ავტომობილების რეექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, ფასები კი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი - ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

access_time2022-11-22 10:00:39

2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში $661 მილიონის ღირებულების 64 ათასი ავტომობილი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია. საქართველოდან ყველაზე მეტი - $245 მილიონის ღირებულების ავტომობილები აზერბაიჯანში გავიდა ექსპორტზე. მეორე ადგილს $117 მილიონით უკრაინა იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე სომხეთია, სადაც $84 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა.


ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რეექსპორტი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მეორადი ავტომობილები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ითაა გაძვირებული.


„ავტომობილების ექსპორტი გაზრდილი არის ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მიმართულებით, ამ ქვეყნებში რეალურად ხდებოდა რუსეთიდან ავტომობილების იმპორტი, სანქციების დაწესების შემდეგ, ისინი ვეღარ ახდენენ შუა აზიის ქვეყნებისთვის ავტომობილების მიწოდებას, ამიტომ საქართველო მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდა. იმპორტის თვალსაზრისით უფრო ბიუჯეტური ავტომანქანებია მოთხოვნადი, რეექსპორტის მიმართულებით კი როგორც ბიუჯეტური, ისე ძვირადღირებული.



მეორადი ავტომობილების რეექსპორტი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თითქმის გაორმაგებულია, ფასები კი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ყაზახეთის ბაზარზე რეექსპორტი წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ტაჯიკეთში 1.5-ჯერ, ყირგიზეთში 2.5-ჯერ. უკრაინას მთლიან რეექსორტში დაახლოებით 15-20% ეჭირა, ომის გამო დღეს რეექსპორტში მისი წილი შემცირებულია.


მოთხოვნის ტიპი მნიშვნელოვნად არ იცვლება, რეექსპორტზე ძირითადად „ჰიუნდაისა“ და ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილები გადის. ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლებად ითხოვენ ავტონაწილების და ავტოსერვისის ხელმიუწვდომლობის გამო. ჰიბრიდებზე მოთხოვნა უფრო მეტად სომხეთშია“, — აღნიშნა ლაშა დარბაისელმა.


სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტზე გასული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 10 ათას დოლარს შეადგენდა. ექსპორტირებული ერთეული ავტომობილის საშუალო ფასი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, რაც 74 ათას დოლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი საშუალო ფასი კი ტაჯიკეთი რეექსპორტირებულ ავტომობილებს ჰქონდა, რაც საშუალოდ 5.7 ათას დოლარს შეადგენდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up