მექსიკა - ვერშემდგარი ეკონომიკური სუპერძალა და ქართველების ტრამპლინი აშშ-ში

მექსიკა - ვერშემდგარი ეკონომიკური სუპერძალა და ქართველების ტრამპლინი აშშ-ში

access_time2022-11-04 22:00:35

მექსიკის ეკონომიკა მსოფლიოს 15 უმსხვილეს ეკონომიკას შორისაა და ლათინურ ამერიკაში სიდიდით მეორეა. თუმცა, მაკროეკონომიკური ინსტიტუციების სიძლიერისა თუ თავისუფალი ვაჭრობის მიუხედავად, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიურობისა და სიღარიბის შემცირების კუთხით მსგავს ქვეყნებთან შედარებით უფრო ნელა განვითარდა.

 

მსოფლიო ბანკის (WB) თანახმად, 1980 წლიდან 2018 წლამდე ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2%-ს შეადგენდა, რაც თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია სხვა განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებელზე. ამან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკებთან მისი დაახლოების პროცესი შეაფერხა.

 

2021 წელს, კორონავირუსის პანდემიისას 8.2%-იანი ვარდნის შემდეგ, მექსიკის ეკონომიკამ 4.8%-ით აღდგენა მოახერხა, რაც ასევე შედარებით ნელი ტემპია.WB-ს პროგნოზით, 2022-სა და 2023 წლებში ზრდა 2.1%-იანი იქნება, რასაც ვაჭრობა, საექსპორტო შესაძლებლობები (მათ შორის აშშ-ში) და სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო განაპირობებს.

 

წლებია, მექსიკა მომავლის ეკონომიკად მიიჩნევა, თუმცა, ჯერჯერობით, ის საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ხაფანგშია გაჭედილი. იმის გასაგებად, თუ რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ მაღალშემოსავლიანთა დაწინაურება, ისტორიას უნდა მივმართოთ.

 

მექსიკის ტურბულენტური ეკონომიკა

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცოტა სახელმწიფომ თუ შეძლო ისე წარმატებით განეხორციელებინა იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა, როგორც მექსიკამ. ე.წ. „მექსიკანიზაცია“ ნაციის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი გახდა.

 

იმპორტზე მაღალი ტარიფებისა და სხვა ბარიერების დაწესებამ, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების წახალისებამ და ინდუსტრიალიზაციამ ქვეყანა მნიშვნელოვნად განავითარა - 1940-70-იან წლებში ეკონომიკური ზრდა 3-4% იყო, ინფლაცია კი დაბალ 3%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა.

 

თუმცა, ამავე დროის მონაკვეთში სამუშაო ძალის რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა დასაქმების დონეს. მუშათა ჭარბი რაოდენობის გამო ბევრმა მექსიკელმა გადასვლა აშშ-ში დაიწყო, სადაც ხელფასები უფრო მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს ორი ქვეყანა სპეციალურად შემუშავებული „ბრასეროს პროგრამით“ არეგულირებდა, ბევრი მექსიკელი, რომელიც პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, აშშ-ში არალეგალურად გადადიოდა, რაც ქვეყნისთვის იაფი მუშახელის დაკარგვას ნიშნავდა.

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად 1954 წელს ქვეყნებმა ახალი პროგრამა, „ოპერაცია ვეთბექი“ შეიმუშავეს, რომელიც აშშ-ში არალეგალურად გადასული მექსიკელების დეპორტაციას ისახავდა მიზნად.

 

 

 შშ-ს სასაზღვრო პოლიციას გადაჰყავს მექსიკელი არალეგალები, 1954 წლის ივნისი.


 

70-იანი წლებიდან მექსიკის ეკონომიკაში არამდგრადი პერიოდია. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებისა, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი გაუარესდა, რაც პრეზიდენტ ლუის ეჩევერიას მემარცხენე რიტორიკასა და ქმედებებს უკავშირდებოდა. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და ინფლაციის ზრდა გამოიწვია 1973 წლის ნავთობის კრიზისმა.

 

მოგვიანებით, ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების აღმოჩენამ მექსიკა საწვავის იმპორტიორიდან ექსპორტიორად აქცია, რამაც კვლავ ბიძგი მისცა ეკონომიკურ ზრდას, ინფლაცია კვლავ იზრდებოდა და ქვეყნიდან კაპიტალი გაედინებოდა.

 

80-იანი წლებიდან, ამერიკასთან ერთად, მექსიკის ეკონომიკაც რეცესიაში შევიდა.1983-88 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში 100% იყო, ეკონომიკური ზრდა კი 0.1%. უშუალოდ 1988 წელს ინფლაციამ 180%-საც კი მიაღწია. ეს პერიოდი ქვეყნის ეკონომიკაში „დაკარგულ ათწლეულად“ იწოდება.

 




ინფლაციის დონე მექსიკაში, 1970-2022 წლები.

 

მომდევნო წლებში ქვეყნის პრეზიდენტებმა აქცენტი ტარიფების შემცირებასა და ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე გააკეთეს, რის კულმინაციადაც 1994 წელს აშშ-სა და კანადასთან ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (NAFTA) გაფორმება ითვლება.

 

თუმცა პრობლემები ამით არ დამთავრებულა - შემდეგ იყო პრეზიდენტის მკვლელობა და „ტეკილას კრიზისის“ სახელით ცნობილი პესოს კრიზისი, რამაც კიდევ უფრო შეარყია მექსიკის ეკონომიკური მდგომარეობა.

 

მართალია, ტურიზმთან ერთად, მექსიკას ხელს აძლევს გრძელი საზღვარი აშშ-სთან, მნიშვნელოვანი მოთამაშეა ავტომობილების ბაზარზე და მეექვსე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოშიც, თუმცა ქვეყანაში კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება სიღარიბე, დანაშაულის დონე, განუვითარებელი საბანკო სისტემა და უთანასწორობა ცენტრსა თუ რეგიონებს შორის - აშშ-ს საზღვართან მდებარე რეგიონები უფრო განვითარებული არიან, ვიდრე სხვები.

 

სამუშაო ძალის არაეფექტური გადანაწილების გამო მექსიკაში არაპროდუქტიულობის პრობლემაცაა, რის გამოც ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო რეცესია ქვეყანაში. გარდა ამისა, მექსიკა 124-ე ადგილზეა კორუფციის ინდექსით, რასაც მივყავართ ჩვენთვის ნაცნობ საკითხამდე - აშშ-ში არალეგალურ მიგრაციამდე, რაც ქართველების აშშ-ში მოხვედრის ერთ-ერთი წყაროცაა. საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქე ამერიკაში მოხვედრას სწორედ მექსიკის გავლით ცდილობს.

 

მექსიკა და საქართველო

 

მექსიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დამყარდა. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ პიკს 2011 წელს მიაღწია, როდესაც, უმეტესწილად, საქართველოდან შავი ლითონების ექსპორტის ზრდის ხარჯზე, სავაჭრო ბრუნვამ 27 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

 

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოსა და მექსიკის სავაჭრო ბრუნვამ 10.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება მთელი გასული წლის მაჩვენებელს, 6.6 მლნ დოლარს.

 

აქედან იმპორტი 7.3 მლნ დოლარს შეადგენს, (ძირითადად, შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი) ექსპორტი კი 3.5 მლნ დოლარს (ძირითადად, საფრენი, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები).

 

 


რაც შეეხება მიმოსვლას, საქართველოს მექსიკასთან უვიზო რეჟიმი არ აქვს. ორმხრივი ფრენის ფასები კი 2500-3000 ლარიდან იწყება.


Bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up