სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ქართველი სპორტსმენის მერაბ დვალიშვილის ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდია ასახული. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მერაბის ძმა - მიხეილ დვალიშვილი წერდა. მერაბ დვალიშვილი 7 წელი ემიგრაციაში მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ მძიმე სამუშაოს მიუხედავად, დვალიშვილს ვარჯიში არ შეუწყვეტია და დამოუკიდებლად მიდიოდა წინ იმ წარმატებისკენ, რომლითაც დღეს ყველა ქართველი ამაყობს. ამის შესახებ crystalsport-ი წერდა.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა.
დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლისას Takedown-ების მცდელობაში UFC-ის რეკორდი დაამყარა. ერთ ბრძოლაში მან ოპონენტის პარტერში გადაყვანა 49-ჯერ სცადა. მანამდე დამყარებული რეკორდი კაინ ველასკესს ეკუთვნოდა, რომელსაც ერთ ბრძოლაში Takedown-ის 33 მცდელობა ჰქონდა.