12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა.
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწყვიტეთ ომი!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.