მერაბ ლომინაძე: „ჯორჯიან მანგანეზის“ მდგრადობა ეჭვის ქვეშ არ დგას, არც ლიკვიდურობის პრობლემა გვაქვს

მერაბ ლომინაძე: „ჯორჯიან მანგანეზის“ მდგრადობა ეჭვის ქვეშ არ დგას, არც ლიკვიდურობის პრობლემა გვაქვს

access_time2020-10-12 18:19:31

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა „კოვიდ“ პანდემიის გამო საქართველოს მძიმე მრეწველობა, ანუ დარგი - რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ამ საკითხზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე საუბრობს. 


პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს როგორ ართმევთ თავს, რამდენად ეფექტურია ისინი და გაგირთულდათ თუ არა საქმიანობა?


პანდემიის პირობებში, მოგვიწია ახალ რეალობებთან თანაცხოვრება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება. ამაში მე ვგულისხმობ ყველა იმ მითითებასა და რეკომენდაციას, რომელიც ჩვენ მივიღეთ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მითითებები ზედმიწევნით სრულდება. კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლობს როგორც პერსონალთან, ასევე - პროფკავშირებთან და ეს თანამშრომლობა ორმხრივია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს საწარმოში ინფიცირების არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა, არც ვირუსის პირველი ტალღის დროს და არც - ახლა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ეს ჩემ მიერ ნახსენები ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. ვგულისხმობ სახელმწიფოს, კომპანიას, თანამშრომლებსა და პროფკავშირებს.


პანდემიით გამოწვეული რეგულაციები და წესები როგორ აისახა თქვენი პროდუქციის თვითღირებულებაზე?



რასაკვირველია, ნებისმიერი დამატებითი აქტივობა არის დამატებითი ხარჯი კომპანიისთვის. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ტვირთად დააწვა თვითღირებულებას და მოხდა ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების ზრდა. თუმცა, მოხერხდა და ერთობლივი მოქმედებებით, შევძელით ის, რომ ჩამოვყალიბდით სამოქმედო გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე გვაქვს გაწერილი. თავს ვართმევთ იმას, რომ ჩვენი არცერთი თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში არ გაგვიშვია, არცერთ მათგანს დაკლებია ხელფასი, არ მომხდარა იმ ხელშეკრულებებისა და გადატვირთვების გადახედვა, რომელიც გაფორმებული გვაქვს.


საერთაშორისო ბაზრებზე რა სიტუაციაა და თქვენ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?


უდავოა, რომ პანდემიამ თავისი დაღი დაამჩნია საერთაშორისო ბაზარსაც. შემცირებულია მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ კლება იქნება, დაახლოებით, 20-25 პროცენტი. ვფიქრობ, რომ 25 პროცენტი იქნება ის მაქსიმალური ნიშნული, რომელიც სახეზე გვექნება. თუმცა, კლების ასეთი მაჩვენებლის მიუხედავად, ჩვენ მიერ გათვლილ ეკონომიკურ ტრენდში ვჯდებით. რასაკვირველია, სხვა გამოწვევებიც გვაქვს, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები. წლის დასაწყისში ფასების კლება ბაზრისათვის დამახასიათებელი ტენდეცია იყო. თუ შევადარებთ 2018 და 2019 წელს, ჩვენი პროდუქციის გასაყიდი ფასი შემცირებულია, თუმცა, ყველა ამ პრობლემას, ჯერჯერობით, თავს ვართმევთ.


თქვენი პროდუქციის თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ელექტროენერგიასა და მის ფასს. ეს გარემოება როგორ აისახა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობაზე ?


 იმის გამო, რომ წელს შედარებით უნალექო წელი იყო საქართველოში, ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. შესაბამისად, გაიზარდა ელექტროენერგიის ფასიც. როგორც ცნობილია, ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს წარმოებაში. ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 25 პროცენტი სწორედ ელექტროენერგიაზე მოდის. თუმცა, ყველა მომწოდებელსა და ტრეიდერთან ურთიერთობით მივაგენით იმ იაფ რესურსსა და ბალანსს, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ ვიყოთ ზარალიანი ორგანიზაცია. შეიძლება, ჩვენ ვეღარ გავდივართ მოგების იმ მარჟაზე, რაც გვქონდა, მაგრამ დღეს ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კომპანიის მდგრადობა ეჭვის ქვეშ არ დგას და არც ლიკვიდურობის პრობლემა გვაქვს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up