Mercedes-Benz-ის დაანგარიშებით, კომპანიას რუსეთში მთლიანობაში 2 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები აქვს. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთი მისი საწარმოების კონფისკაციას მოახდენს, გერმანულ ბრენდს ძალიან დიდი ზარალი მიადგება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის Mercedes მოსკოვში საავტომობილო ქარხნის ერთ-ერთი მფლობელია. კომპანია E კლასის სედანებსა და კროსოვერის რამდენიმე მოდელს აწარმოებს. ობიექტზე, რომელიც ახლა გაჩერებულია, 1000-მდე ადამიანი მუშაობდა.
ამავდროულად, Daimler-ის კონცერნი, რომლის შემადგენლობაშიც Mercedes შედის, ასევე არის რუსული KAMAZ-ის 15%-იანი წილის მფლობელი და DK Rus საწარმოს თანამფლობელი. კომპანია Mercedes-Benz და Mitsubishi Fuso სატვირთო მანქანების წარმოებით არის დაკავებული.
გერმანელებმა ზარალის ოდენობაში რუსული ბანკების მიმართ Mercedes-Benz-ის ფინანსური ვალდებულებებიც შეიტანეს. ეს მთლიანი თანხის ნახევარი - 1 მილიარდი ევროა.
კომპანიის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა ევროკავშირის ავტომობილების ქარხნებიც დაზარალდნენ. გარდა ამისა, გერმანელები მიზანმიმართული კიბერშეტევების რისკსაც არ გამორიცხავენ.
www.allcarz.ru