რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში რძის პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა მერძევეობისა და მესაქონლეობის სფეროში მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოში კარგი ინიციატივები მზადდება.
„ახალი პოლიტიკა ხელს შეუწყობს და წაახალისებს სფეროს განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. თუმცა, ეს ინიციატივა მუშაობის პროცესშია და არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. წინ კარგი სიახლეები გველოდება. პოტენციალი დიდია, მონდომებაც არსებობს. ერთადერთი რაც გვაკლია, სწორი პოლიტიკა, ცოდნის ამაღლება და, რაც შეიძლება მეტი, კარგი ხარისხის ნედლი რძეა“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.