მერია: პანდემიის პერიოდში თბილისის მერია რესტორნებს, კვების ობიექტებს, საკლუბო ინდუსტრიას და ბავშვთა გასართობ ცენტრებს 4  200 000 ლარით დაეხმარა

მერია: პანდემიის პერიოდში თბილისის მერია რესტორნებს, კვების ობიექტებს, საკლუბო ინდუსტრიას და ბავშვთა გასართობ ცენტრებს 4 200 000 ლარით დაეხმარა

access_time2021-06-29 13:00:00

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიება გატარდა და ამით რამდენიმე ათასმა სუბიექტმა ისარგებლა. ამის შესახებ მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, რესტორნების, კვების ობიექტების, საკლუბო ინდუსტრიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 200 000 ლარი გამოიყო.



„როდესაც თბილისის მართვა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა იყო, თუმცა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა. გამონაკლისი არც თბილისი ყოფილა. შესაბამისად, ჩვენი მუშაობის დიდი ნაწილი და რესურსი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ თითოეული სამეწარმეო და ბიზნეს აქტივობა შეგვენარჩუნებინა. ეკონომიკური სექტორისთვის არაერთი საშეღავათო პაკეტი დაწესდა, რომლითაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა სუბიექტმა. ძირითადად, ეს არის საიჯარო ქირების გადავადება და ჩამოწერა, სანქცია-საურავების, პირგასამტეხლოს დაკისრების შეჩერება. ზოგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მთლიანად ჩამოწერა. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შემცირება. მათ შორის, კვების ობიექტებს მსგავსი მოსაკრებელი 8-ჯერ შეუმცირდათ. პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა რესტორნების, კვების ობიექტების, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბიექტების, ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრებისთვისაც. ამ პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 4 200 000 ლარს, რომელიც პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გადაირიცხა“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.




მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები დაწესდა სამშენებლო სექტორისთვისაც. მათ შორის, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის პაკეტი.



„დაწესდა სამშენებლო და ფინანსური შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობებისთვის. დროებით განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დარღვევით იყო განთავსებული, ჩამოეწერა დაკისრებული ჯარიმები, მიეცა დამატებითი ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. ასევე, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკვე განხილვის ეტაპზეა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up